საქართველო ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება? 2018, 27 იანვარი, 13:42 „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ — ბიძინა ივანიშვილი“, — ამის შესახებ დღეს პირველ რადიოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის პრეზიდენტობა გარანტია იქნება „ქართული ოცნებისათვის“ – უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც.
ბოძაშვილი ფიქრობს, რომ სხვა შემთხვევაში, ვერცერთი კანდიდატის წამოყენებით ქართული ოცნების გუნდი ხელისუფლებაში მომდევნო ვადით დარჩენას ვეღარ შეძლებს. ამიტომ შესაძლოა, არჩევანის შეჩერება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე მოუხდეთ და ივანიშვილიც იძულებული გახდეს ამ ნაბიჯს დათანხმდეს. მითუმეტეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია.
„ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის უკონკურენტო, “ - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილის დასახელებას. ბოძაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა უკონკურენტოა.
„იმისთვის, რომ დაბალანსება მოხდეს კონსტიტუციური პროცესის, რომ პრეზიდენტის პოსტი არ იყოს დამოკიდებული ვიწროპარტიულ დღის წესრიგზე, პლიუს, პრეზიდენტი იყოს მაღალი პოლიტიკური წონის და საზოგადოებრივი ნდობის მატარებელი და ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, არის უკონკურენტო, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მისი პრეზიდენტობა, ბუნებრივია, არის აბსოლუტურად, ლოგიკური, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მაინც გავლენას ახდენს ხელისუფლების საქმიანობაზე, რამდენად კონკრეტულად ეს სხვა თემაა, მაშინ სჯობს, რომ ის სწორედ იყოს სახელმწიფოს მეთაური და ის უკონკურენტოა ამ შემთხვევაში, “ - განაცხადა ლევან ბოძაშვილომა.
ჰოდა, ახლა მთავარი ინტრიგა ის კი აღარაა, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის მე-11 ვეტოს და წავიდნენ თუ არა მაუწყებლიდან ანთაძე და აბსანძე, არამედ ის, ვისთან მოუწევთ შეჭიდება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატებს. მათი შანსები ამ შემთხვევაში მეტად უპერსპექტივოდ გამოიყურება…
399 2-ს მოსწონს
|