x
image
ერეკლე ცოცანიძე
მასწავლებელმა ემიგრანტი დედა კლასიდან გააგდო

image







სოფელ წინანდალის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლის მშობელი რომელსაც შვილის გაკვეთილზე დასწრება სურდა კლასიდან გააგდო. ამის შესახებ პოეტი ალა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს და მუშაობს, სამშობლოში კი მხოლოდ ერთი თვით დაბრუნდა. მისი თქმით სურდა შვილის გაკვეთილს მონიტორინგის მიზნით დასწრებოდა, თუმცა ამის საშუალება მას პედაგოგმა არ მისცა და არც თავისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებია. როგორც ალა დათუკიშვილი ამბობს, ტასიკო გაგანაშვილმა, წლების წინ მის შვილს ფიზიკური შეურაწყოფაც მიაყენა თუმცა მშობელმა მაშინ შესაბამისი ზომები, მხოლოდ სკოლის დირექტორის თხოვნით არ მიიღო. "11 წელი სკოლაში ისე ვისწავლე რომ მასწავლებელს კლასიდან არ გავუგდივარ, ახლა კი 37 წლის ქალი გამომაგდეს, მხოლიდ იმიტომ რომ შვილის გაკვეთილზე დასწრება მსურდა. ამ პედაგოგმა ადრე ჩემს შვილს თავშიც უთაქუნა და თუ გავჩერდი მხოლოდ დირექტორის დაპირების გამო რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა. ახლა აღარ გავჩუმდები, რკინის ქალამნებს ჩავიცმევ." წერს ალა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია რომ ემიგრანტ დედას, რომელიც ამ სკოლის კურსდამთავრებული და ყოფილი პედაგოგია, აღნიშნულის შემდეგ თავად მასწავლებელი არ დაკავშირებია.

imageimageimage










0
516
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0