სხვა აფრიკის ტომთა "სასტიკი" ტრადიციები 2012, 5 აპრილი, 11:29 აფრიკის ისტორია ითვლის რამდენიმე ათასწლეულს, აფრიკა არის ე.წ სვირინგების სამშობლო.მისი ტომები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სისასტიკით, რაც არამარტო მტერთან მიმართებაში, არამედ საკუთარ თავთან მიმართებაშიც ვლინდებოდა.ისინი სადისტური ფორმით აძლევენ საკუთარ სხეულს სილამაზეს. ვერ შეხვდებით ადამიანს რომელსაც სხეული არ ჰქონდეს დასახიჩრებული, იმიტომ, რომ მთელი მათი ცხოვრება სწ ორედ ამ "სილამაზეზეა" დამოკიდებული.
მდედრობითი სქესისთვის შრამებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ბედისთვის, თუ მათ სხეულს არ ამშვენებს შრამები ისინი ვერ გათხოვდებიან.მამრობითი სქესისთვის შრამები პირველ რიგში მისი მამაკაცური სიძლიერის გამომხატველია.მეომრები მთლიანად დაფარულნი იყვნენ სხვადასხვა ნახატებითა და ნიშნებით, რაც აღნიშნავდა მათი გამარჯვებებისა და მოკლული მტრების რაოდენობას.
სამხრეთ აფრიკის ტომში რომლის სახელწოდებაა "ამანდებელე" ლამზ ქალად ითვლება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ყელი აქვს, ამიტომ ბავშვობიდანვე მათ ლატუნის რგოლებს უკეთებენ .წლებთან ერთად რგოლების რაოდენობაც თანდათან მატულობს.ასე შეიძლება ყელის სიმაღლემ 50სანტიმეტრსაც მიაღწიოს.ამის გამო კისრის კუნთები იმდენად დუნდება, რომ ადამიანს რგოლის გარეშე თავის დაჭერა აღარ შეუძლია.ამ ტომში ქმრის მოღალატე ცოლები სიკვდილით ისჯებიან, მათ რგოლებს ხსნიან, რის გამოც ხერხემალი ვეღარ უძლებს დატვირთვას და ტყდება.
"კიხელოსა" და "მურსის" ტომიში გოგონებს ადრეული ასაკიდანვე უჭრიან ქვედა ტუჩს და გათხოვებისთანავე უსვამენ დისკს, რომლის ზომაც ნელნელა მატულობს.ამ სამკაულს ძირითადად მაშინ იკეთებენ, როდესაც ქმარი და დედამთილი სადმე არიან წასულები, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ნაკლები ილაპარაკონ. ტუჩის გახვრეტას აქვს თავისი ისტორია, როცა მურსის ტომის ადამიანებს მონებად გაყიდვა დაუპირეს, მათ საკუთარი თავისა და სხეულის დამახინჯება გადაწყვიტეს, რადგან მათი ყიდვა არავის არ მონდომებოდა. დღეს კი ეს ტრადიციად აქციეს და მიაჩნიათ რაც უფრო დიდი ნახვრეტი აქვთ მით უფრო ლამაზები არიან. დისკის დიამეტრმა შეიძლება 30 სანტიმეტრსაც მოიაღწიოს.
თუმცა არის ტომები, სადაც ქალს ზედა ტუჩს უჭრიან, ზოგიერთ ტომში კი ზედას და ქვედას ერთდროულად, ამ ტომებშიც თავდაპირველი მიზეზი ამის გაკეთებისა იყო ქალების დამახინჯება და ამით მათი დაცვა არაბი მოვაჭრეებისგან, რომლებიც მათ ქალებს მონებად ყიდულობდნენ, თუმცა ამ ყველაფერმა სისტემატიური სახე მიიღო და ტრადიციად ჩამოყალიბდა.
ასე გამოიყურება ტუჩი სამკაულის გარეშე
ასევე "მურსის" ტომში მიაჩნიათ, რომ სხეულზე რაც მეტი ამობურცული ადგილი გაქვს, მით უფრო ლამაზად გამოიყურები. ამისათვი კი ისინი იჭრიან სხეულზე კანს და შიგნით ისვამენ ცოცხალ მწერს, მწერის სიკვდილის შემდეგ კანი რჩება ამობურცული. ასევე მიაჩნიათ, რომ რაც მეტი საყურე და ნივთი აქვთ სხეულზე მით უფრო ლამაზად გამოიყურებიან.
"მასაის" ტომში ბავშვებს 7 წლის ასაკში რქის ნატეხით უხვრეტენ ყურს და ხის ტოტით აღრმავებენ მას, დროთა განმავლობაში კი მძიმე საყურეების ჰკიდებენ, რის გამოც მათი ბიბილოები მხრებამდე იწელება.რაც უფრო დიდია ბიბილო, მით უფრო ლამაზად და პატივსაცემად ითვლება ადამიანი.
"სარას" ტომში მომავალი მეუღლე თავის საცოლეს თვითონ უხვრიტავს ტუჩს ნემსით ან მცენარის ეკლით, ნახვრეტში კი ხის ჩხირებს უსვამს გასაფართოებლად, შემდეგ კი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ დისკებს.ხშირ შემთხვევაში ამის გამო მათ ან უჭირთ ლაპარაკი, ან საერთოდ ვერ ახერხებენ ლაპარაკს.თუ ქალი დაქვრივდება გლოვის ნიშნად სამაკაულებს იხსნის.
"მანგბეტუში" მიღებულია თავის წაგრძელებული ფორმა.ამის გამო ახალშობილებს თავს მჭიდროდ უკრავენ ნაჭრით, თავსი ქალა განიცდის დეფორმაციას და იღებს მათთვის სასურველ ფორმას.იგივე გზას მიმართავდნენ მაიას ტომის ხალხი, რითაც ცდილობდნენ თავის ბრძანებელს, კუკულკანს დამსგავსებოდნენ.
"ფულანის" ტომში კი მაღალი შუბლი ითვლება ლამაზად და ამიტომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები წარბებს და წამწამებსაც კი იცლიან ამ ეფექტის შესაქმნელად. (africa.blogspot.com)
|