მხატვრობა ვეფხისტყაოსნის გმირების პროტოტიპები მიხაი ზიჩის ილუსტრაციებში 2018, 26 იანვარი, 16:28 მიხაი ზიჩი იყო უნგრელი მხატვარი (1827-1906), რომელმაც შექმნა ვეფხისტყაოსნის ცნობილი ილუსტრაციები. მან თავის ნახატებში გამოიყენა სხვადასხვა ქართველი მსახიობი, პოეტი თუ უბრალოდ თავადიშვილი, რომლებიც მისი აზრით შეეფერებოდა ამა თუ იმ მთავარ გმირს ვეფხისტყაოსნისა. ამ სტატიაში კი სწორედ ამ პროტოტიპებს შემოგთავაზებთ: 1. პოეტი მამია გურიელი - შოთა რუსთაველის პროტოტიპი, სურათში "ვეფხისტყაოსნის მირთმევა" 2. პოეტი გიორგი შერვაშიძე - ტარიელის პროტოტიპი. გიორგი შერვაშიძე ტარიელის როლში: 3. მეორე პროტოტიპი ტარიელისა იყო ქუთაისელი მსახიობი თათარხან დადეშქელიანი. ეს ფოტო 1882 წელსაა გადაღებული, მაშინ როცა მიხაი ზიჩი ქუთაისის თეატრში ვეფხისტყაოსნის კოსტუმირებულ სცენებს დგამდა და ჩანახატებს აკეთებდა. 4. ჯაბა გურიელი - ფრიდონის პროტოტიპი 5. მატრონა ქვარიანი - ქუთათელაძისა - თინათინის პროტოტიპი. 6. დესპინე ფაღავა - ნესტან-დარეჯანის პროტოტიპი 7. ქეთო წერეთელი - ნესტანისა და დავარის პროტოტიპი 8. კატო კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე - ასმათის პროტოტიპი 9. ნინო წერეთელი (დავით სიმონის ძე წერეთლის ასული). ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე - თამარ მეფისა და ნესტანის პროტოტიპი. 10. მარიამ მირიანაშვილი-თუმანიშვილისა - ფატმანის პროტოტიპი 11. მარო მაჩაბელი - გურული ჭაბუკის პროტოტიპი სურათიდან "ვეფხისტყაოსნის მირთმევა" 12. ქაიხოსრო ქაჯაია - როსტევან მეფის პროტოტიპი. 13. ჯამბაკურ გურიელი - ფარსადან მეფის პროტოტიპი 14. ძაძუნია ფაღავა - სეფე ქალის პროტოტიპი ნახატში "ვეფხისტყაოსნის მირთმევა". 15. ელისაბედ აგიაშვილი - სეფე ქალის პროტოტიპი ნახატში "ვეფხისტყაოსნის მირთმევა" 16. სიმონ მიქელაძე (მარცხნივ, დგას) - ტარიელის პროტოტიპი. სიმონ წულუკიძე მარჯვნივ (ზის). სურათი გადაღებულია 1870 წელს სანკტ-პეტერბურგში. ეს კი გახლავთ მიხაი ზიჩის ერთ-ერთი ნახატი - "ვეფხისტყაოსნის მირთმევა" ავტორი: თორნიკე ფხალაძე 999 3-ს მოსწონს
|