ამოცანები ტყუილი თუ მართალი?-გასართობი ტესტი 2018, 26 იანვარი, 11:55
ქვემოთ გაეცნობით გასართობ ტესტს სხვადასხვა სფეროდან, რომელიც 15 კითხვისგან და ორი სავარაუდო პასუხიგან შედგება:ტყუილი თუ მართალი?
გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. პასუხები: 1)რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კრუზენშტერნის კუნძულსა და ალიასკას ალეუტის კუნძულებს შორის მანძილი 4 კილომეტრი და რამდენიმე ათეული მეტრია. 2)აკაკი წერეთლის "ბაშია-ჩუკი" ისტორიულ მოვლენაზე აგებული მოთხრობაა, რომელიც 1659 წლის კახეთის აჯანყებას ეხება, თუმცა ნაწარმოების სამი მთავარი გმირი: ბაშიაჩუკი, აბდუშაჰილი და მელანო გამოგონილი პერსონაჟებია. 3)ისააკ ნიუტონი ინგლისელი მეცნიერი იყო. 4)შევარდენს შეუძლია განავითაროს 322 კმ/სთ სიჩქარე ნადირობის დროს, რაც საუკეთესო შედეგია მსოფლიოში. 5)რიო-დე-ჟანეირო 1815—1821 წლებში პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი იყო. 6)ყველაზე მაღალი ანძა მსოფლიოში ვარშავის რადიოანძაა(646, 38 მ), რაც შეეხება მოსკოვის "ოსტანკინოს" ანძას, იგი რიგით მე-7 არის ანძებს შორის(540, 1მ) 7)ფრედი ბულსარა(მერკური)დაიბადა 1946 წლის 5 სექტემბერს ქალაქ ზანზიბარში, ტანზანია. 8)თავისუფლების ქანდაკების ავტორი არის ფრედერიკ ბალტორი, ხოლო იდეა ეკუთვნის მწერალ ედუარდ რენე დე ლაბულეს, რაც შეეხება გუსტავ ეიფელს, მან შექმნა რკინის კონსტრუქცია ქანდაკების აშშ-ში გადასატანათ. 9)ბაზალეთის ტბა სიღრმით(7მ.) პირველ ათეულშიც არ შედის, რაც შეეხება ყველაზე ღრმა ტბას საქართველოში, ეს არის რიწის ტბა(101 მ) 10)პირველი პერსონალური კომპიუტერი "Programma 101" 1964 წელს დაამზადა იტალიურმა კომპანია Olivetti-იმ, სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი "პერსონალური კომპიუტერი." 11)შოკოლადის სამშობლო მექსიკის ინდიელთა ყველაზე მრავლრიცხოვანი ხალხიდან- აცტეკებიდან მოდის, მათ ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. 12)ჩინეთის დიდი კედელი თითქოს კოსმოსიდან ჩანს, ეს არის ლეგენდა, არცერთ კოსმონავტს ეს არ დაუდასტურებია. 13)Hyundai Motor-ი სამხრეთ-კორეული ავტოკონცერნია, დაარსდა 1967 წელს, მისი ცენტრი სეულშია განთავსებული. 14)ყველაზე მძიმე სითხე არის ვერცხლისწყალი, ერთლიტრიანი მოცულობის ჭურჭელში მისი წონა 13, 5 კილოგრამია. 15)ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოსკარი" ოთხ საბჭოთა ფილმს გადაეცა.ესენია: დოკუმენტური ფილმი მეორე მსოფლიო ომზე "გერმანული არმიის განადგურება მოსკოვის მისადგომებთან"(1943), "ომი და მშვიდობა"(1969წ) "დერსუ უზალა"(1976წ.) და "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა(1981წ.)
711 11-ს მოსწონს 1-ს არა
|