რამოდენიმე სტატია დავწერე, რჩევები სახის კანის მოვლის, მაკიაჟის და ასე შემდეგ მაგრამ მთავარი დამავიწყდა სახის კანის ტიპი.პირველ რიგში უნდა დავადგინოთ რა ტიპის სახის კანი გვაქვს.მოკლედ დავიწყოთ არსებობს 4 ტიპი ესენია:ცხიმიანი, მშრალი, შერეული ანუ მომბინირებული და ნორმალური.თითოეულიმათგანი განსხვავებულია და განსხვავებულ მოვლას საჭიროებს.მოდით გავერკვეთ როგორი სახის კანი გვაქვს.წარმატებებს გისურვებთ :* სახლის პირობებში ამის დასადგენად გაისუფთავეთ სახე წაისვით საპონი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის წყალობით მოგშორდებათ დღის განმავლობაში დაგროვებული ცხიმი, ოფლი და მტვერი, დაბანიდან 1–2 საათის შემდეგ აიღეთ თხელი ქაღალდი, დაიფინეთ მთლიან სახეზე .თუ ქაღალდზე გაჩნდა ცხიმის ლაქები, ესეიგი. სახე ცხიმიანია, თუ ოდნავ, თუ თანაბრად შეიმჩნევა ცხიმის კვალი, სახე ნორმალურად ითვლება. მშრალი ტიპის კანი ქაღალდზე ლაქას არ ტოვებს. თუ ცხიმის ლაქა მხოლოდ ზოგიერთ ადგილზე გაჩნდა, კანი შერეული ტიპისაა.ამით დავადგენთ როგორი სახის კანი გვაქვს ეხლა გადავიდეთ მის მახასიათებელ თვისებებზე
1)მშრალი კანი . მშრალი კანი ყველასგან გამორჩეული, თხელი და ნაზია.- მშრალი კანი უმეტესად თეთრი ფერის ადამიანებს აქვთ და ძალიან ლამაზია, რადგან არ ჩანს ფორები, ფერისმჭამელები და არ პრიალებს ხშირად, თუ მას სათანადოდ არ მიხედავენ იქერცლება, არის დაჭიმული და გაღიზიანებული. ასეთი ტიპის კანი ძლიერად რეაგირებს გარემომცველი ტემპერატურის ცვლილებებზე, ვერ იტანს საპონს, კრემებს და ზოგიერთ დამარბილებელ საშუალებებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანის სიმშრალე შეიძლება იყოს ორგანიზმში ცხიმის ნაკლებობის ბრალი, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლებელია არასწორმა კვებამ ან ორგანიზმში არსებულმა დარღვევებმა გამოიწვიოს.ის სწრაფად ბერდება. ნაოჭები ადრეულ ასაკში ჩნდება. ასეთი კანი მგრძნობიარეა
2) ცხიმიანი კანი გარეგანი ფაქტორების მიმართ ცხიმიანი კანი სქელი, მკვრივი, ხშირად ფერმკრთალია, ზედაპირზე კარგად ჩანს ფორები.ცხიმი, რომელიც ფორებში ჩნდება, ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება "შავი წერტილები" - ასეთი
ტიპის კანს მონაცრისფრო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი სიპრიალე.მაგრამ ცხიმიან კანს სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს: იგი არაა მგრძნობიარე და ამიტომ დიდხანს გამოიყურება ახალგაზრდულად.და კიდევ ერთი პლიუსი: დროსთან ერთად ცხიმიანი კანი უმჯობესდება და 30 წლის ასაკისათვის ის უკვე შერეული ტიპისაა.
3)შერეული კანი უმეტესობას შერეული ტიპის კანი აქვს – ადამიანს შეიძლება სახის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა ტიპის კანი ჰქონდეს, ზოგან ცხიმიანი, ზოგან – მშრალი ასეთი სახის კანის მოვლას განსაკუთრებული ცოდნა და ყურადღება სჭირდება.ცხვირზე და ნიკაპზე მუდმივად პრიალებს, ხოლო თვალების გარშემო და ლოყებზე კანი ნაზი და მშრალია, ხანდახან იქერცლება, მასზე ადვილად ჩნდება ნაოჭები კანად. კანის ბიოლოგიური დაბერება იწყება 14-15 წლის ასაკში, 28-30 წლის ასაკში ჩნდება ჭკნობის პირველი ნიშნები: 50 წლისთვის კი ასაკობრივი ცვლილებები უკვე კარგად შესამჩნევია.ასეთ კანს არ აქვს ცხიმი და ტენი და გამოიყურება როგორც მშრალი, გაყვითლებული პერგამენტი ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში
როდესაც არაწორედ ვუვლით კანს დროა მივხედოთ მას :*
4)ნორმალური კანი ასეთი კანი უმეტესად ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ. ნორმალური კანი ხავერდოვანია, არ ჩანს ფორები და ფერისმჭამელები. ნაკლებია თმიანობა. 30 წლამდე არ ჩნდება ნაოჭები. კანი ადვილად იტანს ცუდ კლიმატურ პირობებს.არის გადაჭიმული, ელასტიური და არ ახასიათებს აქერცვლა. აქვს ვარდისფერი ელფერი, ერთი შეხებით პრიალა და მკვრივია. ნორმალური ტიპის კანს აქვს საკმარისი ცხიმი და ტენიანობა.ასეთი სახის კანის ქალბატონები ნამდვილად ბედნიერები არიან, რადგან იგი ძალიან იშვიათია.