ყველა ქალი ოცნებობს უზადოდ გამოიყურებოდეს, რაშიც ხშირად მაკიაჟის ხელოვნება ეხმარება მათ. ადამიანს მაკიაჟი რადიკალურად ცვლის.რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ქალი, მცირე კორექცია მის სილამაზეს უკეთ წარმოაჩენს.მაგრამ არის შემთხვევები როდესაც არასწორად გაკეთებულ მაკიაჟს ძალიან ცუდი შედეგი აქვს.მაგალითად: აჭრელებული სახე, ყავისფერი სახე და თეთრი ქათქათა ყელი ასევე ხშირია პომადა კბილებზე და ასე შემდეგ... ვეცდები რამდენიმნე სასარგებლო და პრაქტიკულ რჩევას მოგცეთ. პირველ რიგში მაკიაჟის გაკეთებისას ნუ ეცდებით აქცენტი გააკეთოთ ერთდროულად ტუჩებზე და თვალებზეც.ეს მაკიაჟს მყვირალას და არაბინებრივს გახდის.მაკიაჟის წასმამდე ლიმონის წვენი აურიეთ წყალში და ბამბით გადაისვით სახეზე ის საუკეთესო გამწმენდია სახის კანისთვის
1) მაკიაჟის გაკეთებამდე, თბილი წყლით კარგად დაიბანეთ სახე, და გაიმშრალეთ რბილი პირსაწმენდით.(ეს პროცედურა აუცილებელია, რადგან სახე მაკიაჟის გაკეთებამდე იყოს სუფთა)2)ეცადეთ შეარჩიოთ პიგმენტებიანი ტონალური კრემი.პი
გმენტები ანიჭებს კანს იდეალურ, ბუნებრივ იერს ნებისმიერ განათებაზე.ტონალური კრემი შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით.ნორმალური კანი თუ გაქვთ თქვენ გჭირდებათ თხევადი ან კრემისებური ტონალური, თუ თქვენ გაქვთ მშრალი სახის კანი იგივე თხევადი ან კრემისებური ოღონდ დამატენიანებელი ეფექტით, ხოლო თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი სახის კანი მაშინ თქვენთვისაა ფხვიერი პუდრი ან მშრალი უცხიმო ტონალური კრემი და ბოლოს მგრძნობიარე კანისთვის იდეალურია ტონალური კრემი დამამშვიდებელი ეფექტით.რაც შეეხება უშუალოდ წასმას თავიდან უნდა გაკეთდეს ტონალური ფუძე.შეეცადეთ, რომ წაისვათ იგი თანაბრად თითებით
ან სპეციალური ღრუბლის მეშვეობით.აცადეთ, რომ გაშრეს შემდეგ იდეალური კანის ფერის მისაღებად ზემოდან გადაისვით პუდრი და ცოტა რუჟი.სარკის წინ გაიღიმეთ ლოყებზე ამოწეულ ადგილებში (ყვრიმალებზე ) წაივით რუჟი ზევიდან ქვემოთ.3) თვალები და ტუში.ეს არის მაკიაჟის გაკეთებისას ყველაზე განსაკუთრებული ნაწილი.რაიმეს წასმამდე გირჩევთ ტონალური კრემი გადაისვათ თხელ ფენად წამწამებსა და თვალის ქუთუთოებზე .თვალის ორფერა ჩრდილი მეტად გამოკვეთს სიღრმეს და თვალის კონტურს.ამის მისაღწევას დაიდეთ ღია ფერის ჩრდილი თვალის მთლიან ქუთუთოზე, ხოლო მუქი ფერის ჩრედილი ქუთუთოს გარე კუთხეში.შეარჩიეთ ფერი რომელიც უხდება თქვენს თვალებს.მწვანე თვალებს უხდება ყავისფერი და იისფერი, ყავისფერ თვალებს იისფერი, მწვანე და ოქროსფერი ხოლო ლურჯ თვალებს შავი, სპილენძისფერი და ოქროსფერი.თუ თქვენ ჩემსავით იშვიათად ხმარობთ თვალებზე ჩრდილებს, მსუბუქი მაკიჟისთვის შესანიშნავია თვალის ფაქნარი.ქვედა ქუთუთოს შიგნით თხლად წაივით ფანქარი, ასევე შეგიძლიათ თვალის კუთხეში წაისვათ.რაც შეეხება წამწამებს ტუში იგი წაისვით ძირებიდან ბოლოებამდე.კუთხეში წაისვით ფუნჯი დამატებით რამოდენიმეჯერ.
4) და ბოლოს ტუჩები.გადაისვით თტუჩებზე თხელ ფენად ტონალური კრემი ის მდგრადს გახდის ტუჩსაცხს .წაისვით ტუჩის კონტური .შემდეგ გადაისვით სასურველი ფერის ტუჩსაცხი და მეტი მოცულობისათვის თხლად წაისვით "ბლესკი".ტუჩების მოცულობის გაზრდის მიზნით არასდროს გამოიყენოთ მუქი ფერის კონტური.ტუჩის ფანქარი ტუჩსაცხის ფერი უნდა იყოს.
წარმატებებს გისურვებთ
მაგრამ მე ისედაც დიდი ტუჩები მაქვს და არ ვსაჭიროებ :D