თავის მოვლა როგორ მოვუაროთ თმას? - ადვილი და სასარგებლო მეთოდები 2018, 25 იანვარი, 17:39 ყველა ქალი ოცნებობს ჯანსაღ და ბზინვარე თმაზე. თმა ქალის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ამიტომაც უამრავ დროს და ფულს ვხარჯავთ მისი მოვლისთვის. თმის მოსავლელი უამრავი ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალება არსებობს, თუმცა ეს თავადაც შეგიძლიათ ბევრად იაფად და მარტივად. სახლში თმის მოსავლელად გამოგადგებათ შემდეგი ნიღბები: 1. ვიტამინის ბალზამი. 20 გრ ხახვი, 20 გრ ნიორი, 20 გრ ლიმონის წვენი, 20 გრ თაფლი და 20 გრ მაიონეზი მიქსერით ათქვიფეთ. მიღებული მასა მაცივარში შეინახეთ. კვირაში ერთხელ ამ კრემით თავის კანი კარგად დაიზილეთ, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 3-4 საათის შემდეგ თმა ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. 2. ნიღაბი თმის გასამაგრებლად: 2 სუფრის კოვზი კომბოსტოსა და 2 სუფრის კოვზი ატმის წვენი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, 20 გრ კონიაკი და 20 გრ თაფლი. ნიღაბი თმაზე დაიდეთ, პოლიეთილენის ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი დაიფარეთ. 2 საათის შემდეგ ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. თერაპიული კურსი 2-3 თვე გრძელდება. 3. ბაბუაწვერას ნიღაბი. ბაბუაწვერის, პიტნის და ცირცელის ახალი ფოთლები ყურადღებით დანაყეთ. მიღებული ნივთიერება თავზე დაიდეთ და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი გაიჩერეთ 40-45 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი არა მხოლოდ აძლიერებს თმას, იგი ეწინააღმდეგება ქერტლს. 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაყი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი წაისვით თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 40-50წთ რის შემდეგაც თავი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. იგი ეწინააღმდეგება ქერტლს, თმის ცვენასა და მტვრევადობას. 6. 1 კვერცხის გული, 20 გრ ზეთი, 20 გრ ლიმონის წვენი და 4 სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ. შამპუნის ნაცვლად თმა ამ ნაყენით დაიბანეთ.
1. როგორ მოვიშოროთ გამონაყარი - სახის კანის მოვლის მარტივი და იაფი მეთოდები 2. ახასიათებს თქვენს ურთიერთობას ეს 5 ნიშანი? მაშინ დროა ის შეწყვიტოთ! 3. 5 ნიშანი, რომ თქვენ იდეალური ქმარი გყავთ
250 2-ს მოსწონს
|