სხვა სადურგლოში აღმოჩენილი უძველესი მარანი და ქვევრში ჩამწყვდეული მზე 2018, 25 იანვარი, 16:16 ვანო იანტბელიძე: "ეგ დროც დადგება, რომ მიწის თითო გოჯი დაფასდება..."
"ამ სახლში, სადაც ვცხოვრობ, წლების წინ ქვევრები ვიპოვე... მიწა მოვჭერი, გავასუფთავე და 1-2 პირი მიწის აღების შემდეგ, ქვევრის თავი გამოჩნდა"
"ყოველთვის მინდოდა და გამიმართლა, რომ მაქვს საკუთარი ვენახი, ქვევრები, მარანი - ყველაფერი ქართული და ტრადიციული", - გვეუბნება ცნობილი მსახიობი ვანო იანტბელიძე, რომელიც თელავის თეატრში მოღვაწეობს. კარ-მიდამოც იქვე აქვს, თეატრთან ახლოს.
- ამ სახლში, სადაც ვცხოვრობ, წლების წინ ქვევრები ვიპოვე. თელავში ჩვენი თეატრის მსახიობისგან, აწ გარდაცვლილი ალექსი კუპატაძისგან, სახლი (2 ოთახიიყო) ვიყიდე. ერთი ოთახი ზემოთ იყო, ქვემოთ სადურგლო გახლდათ. სადურგლო არ მჭირდებოდა და რადგან ყოველთვის მინდოდა მარანი, მის მოწყობას შევუდექი. მიწა მოვჭერი, გავასუფთავე და 1-2 პირი მიწის აღების შემდეგ, ქვევრის თავი გამოჩნდა... მერე მეორეც, ოღონდ პირი მოტეხილი ჰქონდა. თითოეული ქვევრის გაწმენდაზე ლამის წელიწადს ვმუშაობდი: მასწავლეს, 1000-ვატიანი ნათურები ჩაკიდე, თონესავით გაახურებს და ამოაშრობსო. მერე ამოვხეხე, მოვაკალვინე და ბზარებიც გავასწორებინე...
- კალა საშიში არ არის ქვევრისთვის? - კი და ამიტომ რუსთავში ვნახე სპეციალისტი, რომელიც ქვევრებში, როგორც მინანქარს, შუშას უსვამდა. მოკლედ, შიგნიდან მინით მოვაპირკეთე. ამასთან, კიდევ 18 ქვევრი ვიყიდე და მათ გვერდით შემოვულაგე. თავიდან ეზოში იყო ეს ყველაფერი, ახლა იქ დიდი სახლი დგას და ყველაფერი უკვე შიგნით მოექცა. ამ ქვევრებში გასაოცარი ღვინო კეთდება... - ასეთი წარსულის მქონე მარანი თქვენთვის ორმაგად ფასეული გახდებოდა.. - კი, ისტორიული მარანია. მოგეხსენებათ, თელავი ისტორიული ქალაქია და როგორც ამბობენ, მიწის ქვეშ ბევრი რამ არის მოქცეული... ქვევრების სიძველეს სახლში გადებული ძველი ხის კოჭებიც მოწმობს. - საუბრის დაწყებამდე მითხარით, რომ ღვინო თხევადი მზეა... - დიახ, ასეა, მერე ეს თხევადი მზე ქვევრში ჩაამწყვდიეს და ადამიანის სისხლსა და ორგანიზმში გაუშვეს. ჰოდა, ის, ვინც იცის ღვინის სწორად მოხმარება, ყადრი და ფასი, მზესავით ანათებს. ღვინო საურთიერთობო საშუალება იყო და ამასთან, ბეჭდის, დასტურის ფუნქციაც ჰქონდა. როცა მოლაპარაკება მიმდინარეობდა და მასპინძელი სტუმარს ოთახში ან მარანში გაიყვანდა და ღვინოს შესთავაზებდა, ე.ი. მოლაპარაკება შემდგარი იყო. მოკლედ, ღვინო კაცმა სწორად უნდა გამოიყენო!.. განაგრძეთ კითხვა 83 შეფასება არ არის
|