x
მეტი
  • 06.12.2021
  • სტატია:115425
  • ვიდეო:352813
  • სურათი:489350
რა დაემართა ირაკლი ალასანიას მეუღლეს ნათია ფანჯიკიძეს?

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოც. ქსელში წერს:

" გუშინ ქუჩაში შევიქმენი გლახათ, როგორც ჰოსპიტალში დაადგინეს, შაქარი ახტა-დახტა. დაბნელდა ისე კარგად, არხეინად. ამ უდრტვინველობაში ალასამ ამიშალა ცოტა ნერვები, არაადეკვატურად შეეშინდა. რა განერვიულებდა, მეუთხარი, ხომ უნდა დაფიქრდე, მაქსიმუმ მოვმკვდარიყავი, მეტი ხომ ვერაფერი დამემართებოდათქო. ა, ხო, ახლა დავფიქრდიო, მოეშვა გულზე. ხოდა გამოვახილე თვალი, ანგელოზების პირველი პარტია ენთუზიაზმით სავსეები, მაგრამ არაკვალიფიციურები იყვნენ, ყველა გამვლელ-გამომვლელი არაკომპეტენტურად მიშლიდა ხელს ძილში, ზოგი ბანანს მჩრიდა ჭამეო, ზოგი პულსს მისინჯავდა. იმდენი პროდუქტი შევაგროვე, ვიფიქრე, არ ეგონოთ კარგად ვარ და უკან არ წამართვანთქო და დავიხუჭე თავიდან. ვიხილები და მოვდივართქო, მეორედ რომ დავიძახე და გამოვიხილე, ოი, ღმერთებო, ეს ამად ღირდა... ჟანგბადის ნიღაბი მადევს ცხვირზე და ... დამტრიალებენ თავს ადონისები. მუსულმანების სამოთხეში მეგონა თავი, 72 ვაჟწული მეხვეოდა, 71 ნიუ იორკელი მეხანძრე და 72-ე თავად ალასა. 72-ვე იმისთანები იყვნენ, ავ თვალს არ ენახვებოდნენ. თქვენგენაცვალეთმეთქი, გავიფიქრე და ამდენი მშვენიერების ხილვისგან თავიდან გავხდი გლახად. მესამედ სასწრაფოს ექიმებმა დამასტუკეს. ახლა კი ვარ ვარდივით."


შეგახსენებთ, imageimage

რომ ეს პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა თავად ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ.

4
4741
1-ს მოსწონს
ავტორი:ხუმარა
ხუმარა
4741
  
2018, 1 თებერვალი, 22:36
:დდდდდდდდ
2018, 25 იანვარი, 13:54
ცუკერბერგი კი იცინის, იცინის, კვდება სიცილით))))))
2018, 25 იანვარი, 11:59
ალასა შემეცოდა :(
2018, 25 იანვარი, 11:29
ეს მართლა ავად ყოფილა :/
0 1 4