x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
7 ფაქტი ქეით მიდლტონის შესახებ, რომელიც არ იცოდით
ვიცით, რომ ბუკინგემის სასახლის წევრებს, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი არ ემორჩილება მათ მიერ დაწერილ წესებს და იქცევა საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც უკვე არაერთი ამბავი მოწმობს.



image



კათრინ (კეით) მიდლტონი დაიბადა 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში. მან დაამთავრა წმინდა ანდრეუს უნივერსიტეტი და სწორედ აქ შეხვდა 2001 წელს უილიამს, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.

უილიამსა და კათრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯი (ინგლ. George Alexander Louis) (დ. 22 ივლისი, 2013) და პრინცესა შარლოტი (ინგლ. Charlotte Elizabeth Diana) (დ. 2 მაისი, 2015), პრინცი ლუი (ინგლ. Louis Arthur Charles) (დ. 23 აპრილი, 2018), რომლებიც კათრინის შემდეგ არიან ტახტის მემკვიდრენი.




ქეით მიდლტონი მუდმივად იმყოფება ჟურნალისტების ობიექტივსა და დაკვირვების ქვეშ, თუმცა მაინც არსებობს ფაქტები მისი ცხოვრებიდან, რომლებიც აქამდე ნამდვილად არ გეცოდინებოდათ.



7 ფაქტი ქეით მიდლტონის შესახებ, რომელიც არ იცოდით



1. ქეითმა საქორწინო მაკიაჟი თვითონ გაიკეთა. ალბათ გასაკვირია, რომ კემბრიჯის პრინცესას ფინანსური პრობლემები არ ჰქონია და რატომ უნდა გაეკეთებინა ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი დღისთვის მაკიაჟი საკუთარი ხელით. მან გაკვეთილები ბრიტანეთის ერთ-ერთ კარგ სპეციალისტ-ვიაჟისტთან გაიარა. image





2. ქეითმა ქორწილში თავისი ყველა ყოფილი შეყვარებული დაპატიჟა. გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, რადგან პრინც უილიამის ყოფილი შეყვარებულიც იმყოფებოდა ქორწილში, ასევე, როგორც ჩარლზისა და დაიანას ქორწილში იყო კამილა (ჩარლზის მომავალი ცოლი), ხოლო როდესაც ჩარლზი დაქორწინდა კამილაზე, მათ ქორწილს კამილას ყოფილი ქმარიც ესწრებოდა. image





3. ქეითს თავზე დიდი ნაწიბური აქვს. თავად ქეითი ამ ნაწიბურის შესახებ არ საუბრობს, თუმცა დადის ხმები, რომ მას ბავშვობაში (თანდაყოლილი დაავადების გამო, რისი ამოკვეტაც გახდა საჭირო) ჩატარებული ოპერაციის შედეგად აქვს ეს კვალი. image





4. ქეითი ნიჭიერი ფოტოგრაფია. მისი შვილების არაერთი საოცარი ფოტო, სწორედ რომ ქეითის გადაღებულია და ეს საქმე მას პროფესიონალივით გამოსდის. image





5. კიმ კარდაშიანმა ქეითის სახელობის ფეხსაცმელი გამოუშვა. როდესაც კიმი Shoe Dazzle-ს სახეს წარმოადგენდა, რომელიც აწარმოებდა ფეხსაცმელს, მან ქეითის 30 წლის იუბილესთვის სპეციალური ქუსლიანი ფეხსაცმელი შექმნა მისთვის. image





6. ქეითი მკაცრ დიეტებს იცავს. ქეითი, ზოგჯერ მართლაც ზღუდავს ზოგიერთ საკვებს, თუმცა მკაცრ დიეტებს მხოლოდ მშობიარობის შემდეგ მიმართავს. დანარჩენ შემთხვევაში ის ჭამს ყველაფერს, რაც უყვარს, უბრალოდ დიდ დროს უთმობს სპორტულ აქტივობას. image





7. ქეითი სერთიფიცირებული მყვინთავია. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ქეითი მაინც ახერხებს დროის გამონახვას თავისი ჰობისთვის. ის არაჩვეულებრივი მყვინთავია და შეუძლია წყალში 30 მეტრის სიღრმეში ყვინთოს და იცუროს. image




იხილეთ აგრეთვე:



გაინტერესებთ ვინ არის ბრიტანეთის სამეფოს ბავშვების ძიძა?image






სკანდალური შემთხვევები, როდესაც პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახი შეარცხვინაimage






პაპარაცებმა გაშიფრეს, თუ რატომ ატარებს ჰერცოგინია ქეით მიდლტონი თითზე "პლასტირს"image




0
816
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0