ქალი და მამაკაცი ფეხსაცმელთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა და მათი გდაჭრის მარტივი გზები 2018, 23 იანვარი, 18:22 მთელი დღის განმავლობაში გვაცვია ფეხსაცმელი. იმისათვის, რომ ისინი ჩვენთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც გაგვიადვილებს მათი მოხმარების პროცესს.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი...
თუ გსურთ გაიადვილოთ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებზე სიარული, დააფიქსირეთ ფეხზე მე-2 და მე-3 თითები პლასტერის გამოყენებით. ეს ნაცადი და საკმაოდ ეფექტური მეთოდია. თუ ფეხი გისველდებათ (გიოფლიანდებათ) გამოიყენეთ დეოდორანტი. წაუსვით ფეხსაცმელს პრობლემურ ადგილებზე. უსიამოვნო სუნი საკვები სოდა მოაშორებს თქვენს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, მას აქვს კარგი სადეზინფექციო თვისება.ჩაყარეთ ფეხსაცმელში სოდა ღამით, ხოლო დილით ისინი მზად იქნება. ფეხასაცმელზე ლაქების გასაქრობად დაასხით მცირე ოდენობის სპირტი ლაქებს და გააჩერეთ ისინი 30 წუთით. სპირტი უვნებელი და ეფექტური სასუალებაა. ცხიმის ლაქების ამოყვანა ცხიმის ლაქებთან გამოიყენეთ სიმინდის სახამებელი. ნებისმიერ ზედაპირზე ის კარგი საშუალებაა ლაქების ამოსაყვანად. დააყარეთ ლაქას სახამებელი, ის სწრაფად შეიწოვს ცხიმს.უსიამოვნო სუნისა და ჭუჭქის გასაქარობად გამოიყენეთ წყლისა და ძმრის ნარევი. ჩაალბეთ მასში სპორტული ფეხსაცმელი და დატოვეთ რამოდენიმე საათით. სუნი და ჭუჭქი გაქრება. თეთრი ფეხსაცმლის სიქათქათისთვის კბილის პასტა დაგეხმარებათ გაათეთროთ უკვე ფერდაკარგული ფეხსაცმელი. წაუსვით მისი მცირე რაოდენობა ფეხსაცმელს და გააჩერეთ ცოტახნით. შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. თუ ძალიან დასვრილია ფეხსაცმელი ჩაალბეთ სარეცხ საშუალებაში, წყალთან ერთად. ბზინვარება და ნაფხაჭნებისაგან გასუფთავება ლაკის ფეხსაცმელზე იმისათვის, რომ ლაკის ფეხსაცმელებმა იბრწყინოს და ასავე არ დაეტყოს დაზიანებები, გამოიყენეთ ვაზელინი. ფეხსაცმლის გაფართოება თბილი წინდებისა და ფენის დახმარებით შეძლებთ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ გააფართოვოთ. ჩაიცვით წინდები, ფეხსაცმელიც და მიაშურეთ მას თბილი ჰაერი. 177 4-ს მოსწონს
|