x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
ფეხსაცმელთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა და მათი გდაჭრის მარტივი გზები
მთელი დღის განმავლობაში გვაცვია ფეხსაცმელი. იმისათვის, რომ ისინი ჩვენთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იყოს გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც გაგვიადვილებს მათი მოხმარების პროცესს.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი...


თუ გსურთ გაიადვილოთ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებზე სიარული, დააფიქსირეთ ფეხზე მე-2 და მე-3 თითები პლასტერის გამოყენებით. ეს ნაცადი და საკმაოდ ეფექტური მეთოდია.image

თუ ფეხი გისველდებათ (გიოფლიანდებათ)


გამოიყენეთ დეოდორანტი. წაუსვით ფეხსაცმელს პრობლემურ ადგილებზე.image

უსიამოვნო სუნი

საკვები სოდა მოაშორებს თქვენს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, მას აქვს კარგი სადეზინფექციო თვისება.ჩაყარეთ ფეხსაცმელში სოდა ღამით, ხოლო დილით ისინი მზად იქნება.image

ფეხასაცმელზე ლაქების გასაქრობად

დაასხით მცირე ოდენობის სპირტი ლაქებს და გააჩერეთ ისინი 30 წუთით. სპირტი უვნებელი და ეფექტური სასუალებაა.ლაქების ამოყვანა ფეხსაცმელზე

ცხიმის ლაქების ამოყვანა

ცხიმის ლაქებთან გამოიყენეთ სიმინდის სახამებელი. ნებისმიერ ზედაპირზე ის კარგი საშუალებაა ლაქების ამოსაყვანად. დააყარეთ ლაქას სახამებელი, ის სწრაფად შეიწოვს ცხიმს.imageუსიამოვნო სუნისა და ჭუჭქის გასაქარობად

გამოიყენეთ წყლისა და ძმრის ნარევი. ჩაალბეთ მასში სპორტული ფეხსაცმელი და დატოვეთ რამოდენიმე საათით. სუნი და ჭუჭქი გაქრება.image

თეთრი ფეხსაცმლის სიქათქათისთვის

კბილის პასტა დაგეხმარებათ გაათეთროთ უკვე ფერდაკარგული ფეხსაცმელი. წაუსვით მისი მცირე რაოდენობა ფეხსაცმელს და გააჩერეთ ცოტახნით. შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ. თუ ძალიან დასვრილია ფეხსაცმელი ჩაალბეთ სარეცხ საშუალებაში, წყალთან ერთად.image

ბზინვარება და ნაფხაჭნებისაგან გასუფთავება ლაკის ფეხსაცმელზე


იმისათვის, რომ ლაკის ფეხსაცმელებმა იბრწყინოს და ასავე არ დაეტყოს დაზიანებები, გამოიყენეთ ვაზელინი.image


ფეხსაცმლის გაფართოება

თბილი წინდებისა და ფენის დახმარებით შეძლებთ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ გააფართოვოთ. ჩაიცვით წინდები, ფეხსაცმელიც და მიაშურეთ მას თბილი ჰაერი. image






0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0