სიახლეები მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა - რა ექვემდებარება ანაზღაურებას? 2018, 23 იანვარი, 11:38 2016 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთრებაში დაირეგისტრირონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. "სახელმწიფო პროექტრის" შექმნა განაპირობა იმ პრობლემებმა, რომლებიც მიწის რეგისტრაციისას იჩენდა თავს. 2016 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მთელი მიწების მხოლოდ 25% იყო რეგისტრირებული. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეს საშუალება ჰქონდა, უფასოდ მიეღო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ნახაზის საფასურს ამზომველს სახელმწიფო უნაზღაურებდა კანონით დადგენილი წესის თანახმად. კერძოდ, "ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში; ზღვრული ოდენობები კი შემდეგია: ა) 1, 5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით; ბ) 1, 5 ჰა-დან 5 ჰა - მდე მიწაზე - არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით." საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეხმარება მოქალაქებს დოკუმენტაციის მოძიებაში, მათ შორის, საარქივო დოკუმენტების აღმოჩენაში. "გაიზარდა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც მიწის რეგისტრაციაა შესაძლებელი. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა, უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარაა მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუ პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება." მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა გრძელდება 1 ივლისამდე, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. მოქალაქეებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიღება აღარ არის უფასო, ისინი მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღებას შეძლებენ უფასოდ. 435 1-ს მოსწონს
|