მოვლენები თაკო ნაცვლიშვილი პოდიუმს დაუბრუნდა - ნახეთ როგორ გამოიყურება მოდელი 2018, 23 იანვარი, 0:45 ყველასათვის ცნობილი და საამაყო ქართველი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მცირე პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პოდიუმს. ამჯერად ის იმყოფება პარიზში, სადაც დღეს პარიზის მაღალი მოდის კვირეული დაიწყო. მოდელი ამ კვირეულის ფარგლებში დღეს გამართულ Ralph & Russo -ს ჩვენებაზე გამოვიდა. შეგახსენებთ, თაკომ სააგენტო NEXT-თან კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა. მისი საქმიანობა პარისა და მილანში 2015-2016 წლებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Dior, Versace, Armani, Dolche&Gabbana, Zuhair Murad. მოგვიანებით მოდელი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც Victoria's secret-ის ქასთინგისთვის აქტიურად ემზადებოდა. თუმცა ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორც ჩანს, მაღალ მოდაში დაბრუნება გადაწყვიტა. თაკოს დიდ წარმატებებს ვუსურვებთ და აქტიურად მივადევნებთ თვალს მის კარიერულ მიღწევებს. 100 4-ს მოსწონს
|