სხვა ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები 2018, 22 იანვარი, 9:54 სოც. ქსელში გამოქვეყნდა ძალიან სახალისო ინფორმაცია, ავეჯის მაღაზიაში დასმული შეკითხვები, რომლის ავტორიც გახლავთ თამუნა მამუჩიშვილი და პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
1. -თქვენი პირადი ნომერი მინდა ზედნადებისთვის - სახლის თუ მობილურის? 2. გარდიროფი გაქვთ? 3. -ეს ყველა ერთი სტრუქტურაა? -ანუ? -ერთნაირებია? -ფაქტურას გულისხმობთ? -ნაჭერს რა -არა, სხვადასხვანაირებია 4. -კუთხის დივანი მინდა დამატებების გარეშე -რა დამატებების -აი ეს გვერდები რომ არ ქონდეს -ეგ როგორ? -მარტო კუთხე რომ იყოს აი კუთხის სავარძელი რა. 5. -თქვენი სახელი? -უშუალოდ ჩემი? 6. -ბუფები გაქვთ? (პუფები) 7. -გოგონი დაბალ მაგიდას ვეძებ მაღალ ფეხებზე რომ იდგას, სად ვნახო? 8.- თქვენთან ავეჯი გაცვლით არის? 9. -2000 ლარიანი ტროიკა გაქვთ? -დიახ გვაქვს -და რა ღირს? 10. -წიგნიც მოყვება მაგიდას? 11. -სიგრძე რამდენი აქვს? -2.2, რამდენი გაქვთ ადგილი? -2.24 ზუსტად მაგრამ გაჭირვებით ჩავატევთ -ვერ ჩაატევთ დიდია -ჩავატევ რამენაირად. -დივანია ქალბატონო ფეხი ხომ არ არის? -გვერდები რბილი აქვს და ჩაეჭეჭყება 12. -ცოტა გრძელი დივანი მინდა -რამხელა დაახლოებით? -ჭერი მაქვს 3.40 (ადეკვატური პასუხი -აყირავებულად დგამთ დივანს? არა კაცო ) 13. -ეს რა ზომაა? -2.48 -შანსი არაა -არის -ვაა არ არსებობს -ზუსტად ვიცი და როგორ არ არსებობს? -მოიტა აბა გაზომე (გავზომე, ნახა თავის თვალით) არა ტო არ არსებობს -ხომ ნახეთ თქვენი თვალით? -ხო მარა შანსი არაა ტოო მაგხელა არ იქნება და სავარძლები? -1.15 -მეღადავები ხო? -გავზომავ და ნახეთ -ვახ ჩემი კარგიც მ....... თვალი მატყუებს? -აშკარად გატყუებთ -რატო ყიდით აფერისტ რაღაცეებს ტოოო 14. -რა უბანში გნებავთ მოტანა? - მეტროსთან -სად მეტროსთან? -მაგალითად გლდანის მეტროსთან 15. -ეგ მოდელი ყვითელი ფერიც გვაქვს -ყვითელი რა ფერია? 16. -გამარჯობა, ეს პადვალია თუ მეორე სართული? 17. -3300 რომ აწერია ეს რა ღირს? -3300 -აა, უი აწერია 18. -ეს მოტყავო ელემენტია ხო? 19. -თქვენ ავადმყოფებზე ფასდკლება არ გაქვთ? 20. -კონცეფცია რკინაა? -დიახ, კონსტრუქცია რკინაა. 21. -აქ ვინმე მუშაობს? 22. -თქვენ სპალნის დესაუ არ გაქვთ ხო ცალკე? 23. -ნაჭრელებლებიანი დივანი არ მინდა. 24. -და კარადას პამპრესორი აქვს? (ანტრესორი) 25. -ეს მაგიდა ხეა ხო? -არა -ხო მეც ეგრე ვიფიქრე რომ ლამინატი იქნებოდა 26. - თქვენთან ფასიანებია? 27.კარებები სად ვნახო? 28. -სავიზიტო ბარათი გაქვთ? -დიახ, მოგცემთ -ნომერიც მიმიწერეთ რა უკან რომ დაგირეკოთ 29.-ეს რა ზომაა?(დივანი) -2.30 -ეგ რამხელაა? 30. მოყვითალო მოწითალო სავარძელს ვეძებ... 200 5-ს მოსწონს
|