სხვა სულ მალე სულის სეზონი დგება - შემოდგომის ფოტოები თქვენი განწყობისათვის! 2018, 26 აგვისტო, 2:07 შემოდგომაზე ამბობენ, უფრო სულის სეზონიაო და მართლაც, რა გახსენდებათ შემოდგომასთან დაკავშირებით?
ალბათ, ფოთოლცვენა, ყვითელი და ნარინჯისფერი ფოთლები, წვიმა... ბუნება რომანტიკულ ელფერს იძენს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოსა და ნაწყვეტს შემოდგომის შესახებ: "....მოვა ჩუმი შემოდგომა მალე, შემოდგომას სიხარული მოაქვს...." ტერენტი გრანელი ![]() ანუ პოეზიის ამინდია...'' ![]() ![]()
შენ რომ მიყვარდი და… წავიდა…"
ზვიად კეჭაყმაძე
![]() ...რა თქმა უნდა. რადგან მაშინ, შემოდგომაზე, გარეთაც ისეთი სევდა იყო, როგორც შენში. გეგონა ცა შენი გულივით ტიროდა და ფოთოლიც შენი გულივით კვდებოდა." ნაირა გელაშვილი ![]() მწვანე თვალები შემოდგომისას?! მე შემიძლია გიყურო და ასედაც ვცხონდე.
შენ შეგიძლია მიყურო
და სული მომიკლა. ჩვენს შორის თეთრი დევივით დგას ცივი ზამთარი. არ ვიცი როდის ყვავილობენ შენი თითები. შენ შეიძლება ჩემთან იყო, ჩემი არასდროს. მე შეიძლება შენთან არ ვარ, მაგრამ შენი ვარ. ეს სიტყვები გავს ნოემბერში წამოსულ ფიფქებს, როცა ზამთარი არ არის და თუმცა თოვს მაინც. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ![]() 475 3-ს მოსწონს
|