საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელში მინები ჩაამსხვრიეს 2018, 20 იანვარი, 22:13
დღეს გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “პირველი არხი” ავრცელებს. მათი ცნობით, დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1997 და 1998 წლებში დაბადებული ორი პირი. მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად. 48 2-ს მოსწონს
|