x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ცხოვრებაში?
image

imageერთხელ სოკრატემ ხალხს მიმართა:

— როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში?

და მის ირგვლივ მყოფებმა საკუთარი აზრის გამოთქმა დაიწყეს, ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთმა თქვა:


— ყველაზე მთავარი ცხოვრებაში — ჯანმრთელობაა.

მეორემ თქვა:

— ყველაზე მთავარი — სხეულის კარგი აღნაგობა, მიმზიდველი გარეგნობა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში წარმატების მოპოვებაა.

მესამემ თქვა:

— ყველაზე მთავარი — ფული და საზოგადოებრივი მდგომარეობა არის.

მას შემდეგ, რაც მსურველებმა აზრი გამოთქვეს, ახლა მათ ჰკითხეს სოკრატეს:

— შენ თვითონ რას ფიქრობ ამია შესახებ?

— ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ცხოვრებაში — ბედნიერება არის! – თქვა ფილოსოფოსმა. – როგორ ფიქრობთ, ადამიანს თუ კარგი ჯანმრთელობა აქვს, ეს აუცილებლი პირობაა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ბედნიერი იქნება?

რაზეც ხალხმა უპასუხა:

— არა, ჯანმრთელობა ნამდვილად არ არის ბედნიერების გარანტია.

— და ადამიანი, რომელსაც კარგი გარეგნობა აქვს და პოპულარობით სარგებლობს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის, აუცილებლად იქნება ბედნიერი?

— არა, სოკრატ! არც ეგა არის ბედნიერების გარანტია, — უპასუხა ხალხმა.

— მაშინ მითხარით, — გააგრძელა სოკრატემ, — ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული და საზოგადოებაშიც გარკვეული სტატუსი აქვს, ყოველთვის ბედნიერია?

— არა, — უპასუხა ხალხმა, — შეიძლება, უფრო პირიქითაც იყოს. ასეთი ადამიანები ხშირად მარტოხელები არიან.

— მაშინ მიპასუხეთ, თქვენი აზრით, აქ ჩამოთვლილი ადამიანებიდან, რომელი კატეგორია არის ყველაზე კეთილშობილი? — გააგრძელა კითხვევის დასმა ფილოსოფოსმა. — წარმოიდგინეთ, რომ ექიმის რჩევა გჭირდებათ. რომელ ექიმს მიმართავთ? ძალიან მდიდარს და საზოგადოებაში გარკვეული მდგომარეობის მქონეს, კარგი გარეგნობის ექიმს, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ქალებს შორის, თუ ექიმს აირჩევთ, რომელიც ბედნიერია ცხოვრებაში?

ფილოსოფოსის ირგვლივ შეკრებილებმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ მიმართავდნენ ექიმს, რომელიც ბედნიერია, რადგან ის ყველაზე კეთილშობილია დასახელებულთა შორის.

— ამრიგად, — გამოაცხადა სოკრატემ, — ჩვენ, ყველამ, ერთსულოვნად ვაღიარეთ, რომ ბედნიერება ყველაზე დიდი სიკეთეა ამ ქვეყანაზე და მისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ – ის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რამ არის ცხოვრებაში.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageსად იმალება ბედნიერება?

თქვენ რომელს აირჩევდით?

0
917
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
917
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0