x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
როდის და ვისთვისაა კონდიციონერი საშიში
image

კონდიციონერის გამოგონებამ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა და ბევრისთვის შეუცვლელ ნივთადაც იქცა. ზაფხულის ცხელი დღეები მასთან ერთად უფრო ადვილი გადასატანია, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ კონდიციონერი აბსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის-ცდებით.

1.გაუწყლოება

ეს დადასტურებული ფაქტია-დეჰიდრატაციის დონე უფრო მაღალია, თუ თქვენ კონდიციონერიან ოთახში იმყოფებით. კონდიციონერი ოთახში ჰაერს აშრობს და თქვენი ორგანიზმიც სითხის დაკარგვას იწყებს, მაგრამ რადგან ოთახში გრილა-წყურვილის გრძნობა თავს არ გახსენებთ და ასე შეუმჩნევლად ხდება თქვენი ორგანიზმის გაუწყლოება. ამიტომ, როცა კონდიციონერიან ოთახში ატარებთ დიდ დროს, ყურადღება მიაქციეთ, რომ საკმარისი წყალი მიიღოთ.


image

2.თავის ტკივილი

კონდიცირებული ჰაერის კიდევ ერთი უსიამოვნო ეფექტია თავის ტკივილები, ან შაკიკი, რაც ორგანიზმის გაუწყლოებითაა გამოწვეული.

image

3.სასუნთქი სისტემის პრობლემები

ოფისის თანამშრომლები ხშირად უჩივიან რესპირატორულ პრობლემებს: გაჭედილ ცხვირს, ყელის და ცხვირის გამოშრობას და რინიტსაც კი. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ კონდიციონერიანი ოფისის თანამშრომელთა 28% რინიტით იტანჯება. იმ ადამიანებში კი, რომელთა სამუშაო გარემოში ბუნებრივი ვენტილაცია ხდება-ეს რიცხვი მხოლოდ 5%-მდეა.

image

4.ძილიანობა

სახლში თუ ოფისში-კონდიციონერის მთავარი ფუნქციაა გაგაგრილოთ და გაგამხნევოთ, მაგრამ ხშირად უკუეფექტი აქვს.გამოკვლევებით დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონდიციონერიან ოთახებში დიდ დროს ატარებენ-ხშირად უჩივიან ძილიანობას.

image

5.კანის სიმშრალე და ქავილი

საზიანოა თუ არა კონდიციონერი კანისთვის? მერედა როგორ! უკიდურესად კონდიცირებულმა ჰაერმა მზის სხივებთან ერთად შესაძლოა კანის ქავილის პროვოცირება და მისი გამოშრობა გამოიწვიონ. გულმოდგინედ დაატენიანეთ კანი, განსაკუთრებით ზაფხულში.

image

6.ასთმა და ალერგია

კონდიციონერი ამ დაავადებების გამომწვევი ვერ გახდება, მაგრამ მათი დამძიმება და მდგომარეობის გართულება კი შეუძლიათ. ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები ხშირად უჩივიან იმ ფაქტს, რომ კონდიციონერიან ოთახში მათი მდგომარეობა მძიმდება.

image


7.თვალის სიმშრალე

ისევ და ისევ გამომშრალმა ჰაერმა შესაძლოა თვალის გამოშრობა, მისი გაღიზიანება, ჩაწითლება და მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს.

image


8.გაციება და ინფექციები

რამდენადაც კონდიცირებული ჰაერი სასუნთქი გზების გამოშრობასაც ახდენს, ამან შესაძლოა ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს და შედეგად ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციების მიმართ დაუცველი ხდება.

image

თანამედროვე ცხოვრებაში ძნელია კონდიციონერზე უარის თქმა, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლოა მისი მავნე ზემოქმედება შეამციროთ: შეეცადეთ კონდიციონერისგან წამოსული ჰაერის ნაკადის პირდაპირ არ იჯდეთ, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის სითხე მიიღეთ და ოთახის დატენიანებაზე იზრუნეთ. ჩაიცვით ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ტენს კარგად ინარჩუნებს და ზურგისა და კისრის კუნთებს ანთებისგან დაიცავს.ოფისიდან გამოსვლამდე ერთი საათით ადრე მაინც გამორთეთ კონდიციონერი, რომ ტემპერატურამ აიწიოს და ქუჩის ტემპერატურას მიუახლოვდეს. ამ გზით, გარეთ გამოსვლამდე, თქვენ ორგანიზმს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას აარიდებთ თავიდან.

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0