x
image
ლურჯი თოლია
როგორ ვიკვებოთ სწორად - მარტივი და ეფექტური წესები

image

რაციონალური კვება - ეს არის ჯანმრთელი ადამიანის სრულფასოვანი კვება მისი ასაკის, სქესის, შრომითი საქმიანობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

იმისათვის, რომ საკვები რაციონი იყოს ჯანსაღი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

1. დღიური საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგოხარჯვებს.

შენ გჭირდება იმდენი კკალ ენერგია, რამდენსაც ხარჯავ!

1გ ცილა და/ან ნახშირწყალი ორგანიზმისთვის იძლევა 4 კკალ ენერგიას, 1გ ცხიმი - 9 კკალ ენერგიას.

სხეულის მასის მომატება 1 კგ-ით ნიშნავს, რომ თქვენმა კვებამ 6750 კკალ-ით გადააჭარბა ენერგოხარჯვებს.

2. უნდა მივიღოთ საკვები ნივთიერებები იმ რაოდენობითა და პროპორციებით, რომლებიც მაქსიმალურად სასარგებლო და საჭიროა ორგანიზმისთვის.

ძირითადი საკვები ნივთიერებებია : ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. საკვებში მათი ოპტიმალური თანაფარდობაა: 1: 1 : 4

ცხოველური და მცენარეული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებები და მათი პროპორციების დაცვა.

3.კვების რაციონი სწორად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში.

რაციონის დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს:

3-ჯერადი კვების დროს:

საუზმე - 30%, სადილი - 45%, ვახშამი - 25%.

4-ჯერადი კვების დროს:

პირველი საუმე - 25%, მეორე საუზმე (სამხარი) - 15%, სადილი - 35%, ვახშამი - 25%.

4. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი.

2
460
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
460
  
2018, 23 იანვარი, 0:28
მადლობა, მაიკო
2018, 22 იანვარი, 22:53
ძალიან საინტერესო სტატიაა!
0 1 2