კახეთი "წინანდლის მამული" - ადგილი სადაც ქართული კლასიკური მეღვინეობა დაიბადა 2018, 19 იანვარი, 17:34 წინანდლის მამული არის ადგილი სადაც ქართული კლასიკური მეღვინეობა დაიბადა. პირველად ბოთლში ქართული ღვინო აქ ჩამოისხა. 1839 წლის მოსავლის საფერავი და მე-19 საუკუნის სხვა ისტორიული ღვინოები დღესაც წინანდლის ენოთეკაში ინახება. აქ დაცულია წინანდალი, საფერავი, შატო ლაფიტი, შატო იკემი და სხვა მრავალი... კოლექცია 16 500-ზე მეტ ერთეულ მოიცავს და მისი უძველესი ეგზემპლარი 1814 წლით თარიღდება.
კახეთში, მდინარე კისისხევის მხარეს, შემაღლებულ ადგილზე რომანტიზმის ფუძემდებელმა, სახელოვანმა ქართველმა პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ მომაჯადოვებელი ბუნების წალკოტში, მამა-პაპისეულ მიწაზე ააგო სასახლე და კარის ეკლესია. ეს მამული ალექსანდრე ჭავჭავაძემ, როგორც ერთადერთმა ვაჟმა, მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო. 1835 წელს სახაზინო ბანკიდან სესხად 800 მანეთი აიღო. ამ ფულის ნაწილი მამულის გაუმჯობესებას მოახმარა, ნაწილით კი სასახლის მშენებლობა დაიწყო. ალექსანდრე პეტერბურგში დაბადებულ-გაზრდილი იყო და დედოფალ ეკატერინე მეორის ნანთლული გახლდათ. პეტერბურგში ცხოვრება მის გემოვნებასა და ცხოვრების წესზე თავისებური კვალი დატოვა. წინანდლის სასახლეც ამის ერთგვარი გამოძახილია.
ღვინის საცავი
ალექსანდრე ჭავჭავაძემ მამისეულ კარ-მიდამოზე უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა. დღეს საცავში 16 500-ზე მეტი ბოთლი ინახება. 1838 წლის მოსავალი მან პირველად 1841 წელს ჩამოასხა ბოთლში და ამით დასაბამი დაუდო ტრადიციული ქვევრის ღვინის ევროპულ ყაიდაზე დამზადებას. ეს ბოთლი დღესაც მარანში ინახება. საცავში თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური, ევროპული ღვინის კოლექციაც შეაგროვა. მარნის მთავარი ღირსება მასში არსებული კლიმატისა და ტენიანობის იდეალური შეხამებაა. სწორედ ეს მიკროკლიმატია იდეალური ღვინის დაძველება-შენახვისათვის. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლო (1888წ.) წინანდლის საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქვე დიდი ღვინის ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავი საგრძნობლად გაიზარდა. მარნის უნიკალურ კოლექციაში მათ 1814 წლის „პოლონური თაფლისა“ და 1861 წლის chateau D’Yquem-ის უნიკალური ბოთლები. კოლექციაში ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრე მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული „საფერავი“. განაგრძეთ კითხვა 18 1-ს მოსწონს
|