საზოგადოება ქვემო ქართლში 13 წლის ბიჭი მატარებელმა გაიტანა, მას ყურსასმენები ეკეთა 2018, 19 იანვარი, 16:28
უბედური შემთხვევა მოხდა ქვემო ქართლში. მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის მოზარდი მატარებელმა გაიტანა. არსებული ინფორმაციით ბიჭს რკინიგზაზე სეირნობისას ყურსასმენები ეკეთა ამიტომ მატარებლის მოახლოება ვერ იგრძნო. ეოგორც მარნეულში ამბობენ სკოლის მისწავლე ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შსს-ში ამბობენ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 275 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 53 შეფასება არ არის
|