x
image
მაიკო ქავთარაძე
არტემიდას ტაძარი-ვინ და რატომ გადაწვა იგი? (საინტერესო ცნობები)

მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი გახლდა. იმ დროისათვის, როდესაც არტემიდას ტაძარი, აშენდა, ეფესო მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო.

imageერთ-ერთი საუკეთესო ტაძრის აგება კრეზუსმა, ლიდიის უაღრესად მდიდარმა მეფემ დააფინანსა. მაგრამ ძვ.წ. 356 წელს შეშლილმა ჰეროსტრატემ გადაწვა ნაგებობა, იგი ქალაქ ეფესოს ახალგაზრდა მაცხოვრებელი იყო. მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ჰეროსტრატე აღნიშნული დანაშაულის გამო დაიჭირეს, აწამეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას და თუკი ვინმე მაინც ახსნებდა, მას სიკვდილით სჯიდნენ.დამწვარი ტაძრის ადგილზე ააგეს ახალი, რომელიც მოგვიანებით შვიდი საოცრების სიაში შევიდა.

image

გადმოცემის თანახმად ნაგებობა თვალს ჭრიდა იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სხვა ბერძნულ მონუმენტებსაც იცნობდნენ, აქედან გამომდინარე ტაძარი, სრულიად განსაკუთრებული და საოცარი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით ის დამპყრობლებმა გაძარცვეს, ხოლო როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, საბოლოოდ დაანგრიეს.

image

ეფესო იმ დროისათვის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი იყო. წმინდა ადგილის გაძარცვას ვერავინ ბედავდა, ამიტომ ტაძარი ბანკის ფუნქციასაც ასრულებდა, რომელსაც მთავარი ღვთისმსახური მეთვალყურეობდა.

ტაძრის არქეოლოგიურ გათხრების დროს ჩვენთვის ცნობილი პირველი ოქროს მონეტები აღმოაჩინეს, რაზეც ქალღმერთი არტემიდე იყო გამოსახული.

მრავალი ადამიანი ტაძარს თავშესაფრად იყენებდა, სადაც ვერავინ დასჯიდა და ვერც დააპატმრებდა.

ჯონ თართლ ვუდმა გათხრები 75 სხვადასხვა ადგილას განახორციელა, სანამ ტაძრის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდა.

ასევე, დაგაინტერესებთ:

ვინ და რატომ ააგო ფაროსის შუქურა?

ვის გამო აშენდა დაკიდული ბაღები?

საინტერესო ფაქტები ზევსის ქანდაკებაზე


გიზას დიდი პირამიდის საიდუმლოებანი

0
2023
11-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0