კინო 6 ფილმი, რომელიც არ უნდა ნახოთ თქვენს შეყვარებულთან ერთად 2018, 18 იანვარი, 0:01 1. A Perfect Murder გვინეტ პერტლოუს, მაიკლ დუგლასის და ვიგო მორტესენის ბრწყინვალე სამსახიობო ტანდემი და მათი გმირების სასიყვარულო სამკუთხედი. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურებიან ისინი, მათ მიაღწიეს წარმატებას თავისი უნიკალური მეთოდებით. აქ არ არსებობენ კარგი ან ცუდი ბიჭები და გოგონები. 2. Revolutionary Road ფრენკ და ეიპრილ უილერები პატარა პროვინციული ოჯახის წევრები არიან და ორ შვილს ზრდიან. ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, მაგრამ სურთ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება და პარიზში გადასახლდნენ. მათი გეგმები ეჭვის ქვეშ დადგება, როცა უილერები ეიპრილის ორსულობის შესახებ შეიტყობენ. ფილმი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება დაინგრეს ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი წყვილის ურთიერთობა. 3. The Good Girl ფილმი, რომელიც ჯენიფერ ენისტონის ყველა ფანმა უნდა ნახოს. უემოციო ქორწინების პარალელურად მაღაზიის კლერკი რომანს გააბამს ვნებიან და სიმპატიურ თანამშრომელთან. საქმე რთულდება, როცა ორსულების ამბავს შეიტყობენ და ქმარი დარწმუნებულია, რომ ბავშვი მისია. 4. Magic Mike ეს ფილმი უნდა ნახოთ მიუხედავად იმისა ხართ თუ არა ჩაინინგ ტატუმის ფანი. მაიკი არის მოცეკვავე, გამოცდილი სტრიპტიზიორი, რომელიც დამწყებ მოცეკვავეებს ასწავლის სცენაზე მოქცევის წესებს, კლიენტების სწორად შერჩევას, ფულის ადვილად შოვნას და ამ ყველაფრისგან სიამოვნების მიღებას. ეს არის ფილმი სტრიპტიზერთა სამყაროში ნამდვილ მეგობრობაზე. 5. Sweet November სარა დივერი ექსრტავაგანტული, სიცოცხლით სავსე უკურნებელი დაავადება სჭირს. ის გადაწყვეტს ადამიანთა ბედისწერის გამოსწორებაში მიიღოს მონაწილეობა. მას ყოველთვე ახალი პაციენტი ჰყავს. მალე მის ცხოვრებაში გამოჩნდება სარეკლამო აგენტი ნელსონი, რომელიც ნოემბრის თვის პაციენტი გახდება. არანაირი ვალდებულებები, არანაირი დაძალება, არანაირი სიყვარული. 6. Gone Girl ფილმი მოგვითხრობს ერთი თითქოს ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის შესახებ. ერთ დღესაც, ჩხუბის შემდეგ ნიკი ბრუნდება სახლში და ცოლი არ დახვდება. ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას ეჭვმიტანილად მისი მეუღლე ნიკი მიაჩნია. თუმცა, ამ ფილმის დასასრული ყველაზე პრეტენზიულ კინომანსაც გააოცებს.
176 2-ს მოსწონს
|