x
image
Trollface
პირველი ,,წყალთამბრჯენი'' - ის პროექტი მალაიზიაში

image




მალაიზიელმა არქიტექტორებმა ნაგებობის პროექტი შექმნეს, სახელწოდებით - HO2+scraper, რომელიც ცათამბჟენის მსგავსია, თუმცა, ცისკენ კი არ არის მიმართული, არამედ მთლიანად წყალქვეშაა განთავსებული და ეკოლოგიურად აბსოლიტურად უსაფრთხოა. ეს პროექტი არქიტექტურულმა კომპანია Sarly Adre Bin Sarkum - მა შექმნა.მალაიზიელი არქიტექტორების განცხადებით, “წყალთამბჟენი'' იქნება ავტონომიური მცურავი ქალაქი, რომელიც ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიას ზღვის ტალღებიდან, ქარისა და მზის ენერგიიდან მიიღებს.მასში მცხოვრებლები საკვებ პროდუქტებს იმ სასოფლო - სამეურნეო სავარგულებიდან მიიღებენ, რომელიც მისსავე წიაღში განთავსდება.აქვე განვითარდება აკვა - მეურნეობები და სხვა ახალი ტექნოლოგიები. სპეციალური “საცეცები'' რომელიც ნაგებობის ძირში იქნება განლაგებული, ენერგიას კი საკუთარი მოძრაობის წყალობით დააგროვებენ.ისინი ზღვის ფაუნის საარსებო სივრცესაც შექმნიან.გარდა ამისა, ამ საცეცების დახმარებით კონსტრუქცია სტაბილურად იტივტივებს წყლის ზედაპირზე.პროექტის შემქნელთა აზრით, მომავალში შესაძლებელია, “წყალთამბჟენების'' მეგაპოლისებიც შეიქმნას, მით უმეტეს, რომ დედამიწის 71 პროცენტი წყალს უკავია.



image




იმედია მოგეწონებათ

3
158
3-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
158
  
2012, 23 ივნისი, 18:03
წყალთამბჯენ :D:D:D:D:DD:D
2012, 23 ივნისი, 2:03
რას არ მოიგონებენ რა
0 1 3