მიმოხილვა რუსული რეტრო ავტომობილები,რომლებიც წარმოებაში არ ჩაუშვეს 2012, 4 აგვისტო, 19:26 მოგესალმებით ყველას.საზოგადოების უმეტესობას არ ახსოვთ ძველი ავტომობილები, განსაკუთრებით კი ის მოდელები, რომლებიც მხოლოდ ნახაზებზე და მუზეუმში დარჩა.სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ის ოთხი რუსული რეტრო ავტომობილი, რომლებიც მხოლოდ კონცეპტებად დატოვეს და სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვეს.
1). მოსკვიჩი 408 - “ტურისტი'' - 1964 წლის საცდელი მოდელი. დამეთანხმებით, რომ იმ დროისთვის საკმაოდ სიმპათიური და თანამედროვე მოდელი გახლავთ.საბჭოთა კავშირში ახალი იდეების განხორციელება ხანგრძლივ დროს მოითხოვდა, შემდეგ კი-“იყინებოდა''რის გამოც ასეთი ლამაზი მოდელები ქარხნების ავტომუზეუმების საკუთრებად გადაიქცა. 2). ვაზ - E1101 - 1970 წლის საცდელი მოდელი. სერიულ წარმოებაში ჩაშვების შემდეგ შესაძლოა, “ნივას'' კონკურენტი ყოფილიყო. 3). ვაზ - 2103 “უნივერსალი'' - 1976 წლის საცდელი მოდელი. დანარჩენი “უიღბლო'' მოდელების მსგავსად ისიც ავტო- მუზეუმის საკუთრება გახდა.მის სანაცვლოდ კი ვაზ - 2104 ჩაუშვეს წარმოებაში. 4). 9 - ადგილიანი მიკროავტობუსი “მოსკვიჩი''. ის აღჭურვილი იყო “მოსკვიჩი''-407 - ის ძრავითა და ოთხ საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. მიკროავტობუსზე მუშაობა ქარხანაში მისი წარმოებისთვის არასაკმარისი ფართობის გამო შეწყდა. 876 19-ს მოსწონს
|