x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებში დარღვევებია - ადვოკატი
image


პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ბალისტიკური ექსპერტი ერთვება. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ვერ დაარწმუნეს, რომ საქმეში დართული მტკიცებულებების სრულყოფილია. მისი თქმით სამედიცინო დოკუმენტაციაში დარღვევები.


"დასკვნა არაფერზე არ დევს. დანიშნულია ექსპერტიზა სხვადასხვა საკითხებზე. რაც აქტიურად შეინიშნება, ესაა სამედიცინო დოკუმენტაციაში დარღვევები და მწირი ინფორმაცია, "- განაცხადა კუბლაშვილმა.


ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი პირი ხელახლა დაიკითხოს, რადგან კონკრეტული პირების დაკითხვისას დასმული შეკითხვები არ აკმაყოფილებს.



"გამოძიება მზადაა, ჩემი მონაწილეობით თავიდან გამოკითხოს ზოგიერთი პირი, რომელთა პასუხებმაც არ დამაკმაყოფილა, "- ამბობს ადვოკატი.


მაია ნიკოლეიშვილის გარდა საქმეში კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. ბალესტიკურ ექსპერტთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.


ადვოკატის თქმით, კედელი, რომელიც ნასროლი ტყვიის საბოლოო წერტილი იყო, ჩამონგრეულია. ამიტომ ბალისტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად მაჩალიკააშვილის ოთახში პირველადი სურათის აღდგენაა საჭირო.

0
179
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0