პედიატრია რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს 2018, 17 იანვარი, 16:34
რამდენად არის რეკომენდირებული ვაზის ნაყოფის "ყურძნის" ბავშვისთვის მიცემა და რა წესები უნდა დავიცვათ, ეს ყველამ არ იცის. ამ გემრიელი და საკმაოდ სასარგებლო ხილის არასწორმა თუ გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას.
პირველ რიგში პედიატრების რეკომენდაციაა, რომ სამ წლამდე ბავშვს ყურძენი არ აჭამოთ. მიუხედავად მისი სარგებლობისა, ის არც ისე ადვილად გადასამუშავებელი ხილია ბავშვის კუჭნაწლავისთვის და ჯობს, ცოტა გვიან გაასინჯოთ.
აუცილებელი წესია, ყურძენი გულმოდგინედ გაირეცხოს, თვით მარცვლებზე ხელის გადასმითაც კი, რადგან უმეტესად მას შეწამვლისას მიღებული შხამების რაღაც ნაწილი მაინც შენარჩუნებული აქვს და ჯობს, ის კარგად მოვაცილოთ. ასევე, როდესაც ბავშვს ვაძლევთ, კარგად უნდა გავარჩიოთ, რომ ყურძნის მარცვლებთან ერთად რაიმე მწერი არ შეჰყვეს (ხშირია აკიდოებში გახლართული პაწაწინა ობობები, ჭიანჭველები და ა.შ.) ან დაზიანებული მარცვალი არ ჭამოს. ყურძნის მიღება, მასში შაქრის მაღალი შემცველობისა და მაღალკალორიულობის გამო, ასევე დაუშვებელია მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ასევე კუჭის წყლული, ჰიპერტონია, სიმსუქნე და გულის ზოგიერთი დაავადება. რაც შეეხება მის სარგებლობას, ცხიმებს თუ გამოვრიცხავთ, ის რძეს უთანაბრდება. მასში ბევრია გლუკოზა და ფრუქტოზა, მდიდარია უჯრედისით, პექტინებით, არომატული ნივთიერებებით, ფერმენტებით, ვიტამინებით. მასში ბევრი მინერალური ნივთიერებაა, განსაკუთრებით კალიუმი და მაგნიუმი. ხელს უწყობს სისხლმბადობას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, ამკვრივებს სისხლძარღვების კედელს, აწესრიგებს გულის მუშაობას. აქვს ანტიტოქსიკური მოქმედება და ხშირად იყენებენ, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალებას ნატრიუმის ნიტრატით, მორფინით, დარიშხანით მოწამვლის დროს. განაგრძეთ კითხვა 52 შეფასება არ არის
|