Victoria's Secret-ის ბრაზილიელ ანგელოზს და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს გუშინ, შვეიცარიაში გამართულ IWC-ს გალაზე ქართველი დიზანერის ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა.
ბრაზილიელი ბომბშელი თავს იწონებდა შავ კაბაში, რომელიც ჯაბა დიასამიძემ თბილისში, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინა.
კაბა ჩვენებაზე მოდელ თამთა შედანიას ეცვა.
მოდელს რამდენჯერმე ეცვა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის David Koma-ს კაბა, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა მას ქართული ბრენდი აცვია.
