საზოგადოება 52 მილიონიან საზოგადოებრივ მაუწყებელში "პლიტით" თბებიან 2018, 17 იანვარი, 15:13 მუდმივი რეფორმებისა და 52 მილიონიანი დაფინანსების მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები კვლავ ელექტრო "პლიტით" თბებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საუბრობენ, სადაც ამავე არხის ეთერში გასულ სიუჟეტში 1 არხის სამუშაო გარემო ჩანს, ოთახში კი ელექტრო "პლიტაა" ჩართული. აჟიოტაჟიც სწორედ ამან გამოიწვია. ამავე არხის ყოფილი თანამშრომელი ლაშა მესხი, რომელიც მოამბეში მუშაობის პარალელურადაც მუდმივად მაუწყებელში დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე იბრძოდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი მენეჯმენტის პირველივე განცხადება თანამშრომლების "პლიტით" გათბობას ეხებოდა. 72 1-ს მოსწონს
|