x
image
Maia kordzadze
როგორ შევაყვაროთ ბავშვს მეცადინეობა
image

სკოლა დიდი გამოცდაა, არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ მოზარდებისათვისაც: ამის შესახებ ყველა მშობელმა იცის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვს უნდა შევაყვაროთ სკოლის საგნები. რა გავაკეთოთ იმისთვის, თუ ბავშვი ვერ უმკლავდება საშინაო დავალების შესრულებას.


გახსოვდეს, სკოლა ყველაზე მნიშვნელოვანი არაა ცხოვრებაში!


ბევრი მიიჩნევს, რომ სკოლა, 6-დან 16 წლამდე, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის მანძილზე. და ერთია, რომ რაც შეიძლება კარგად უნდა ისწავლო. ამიტომ, ზოგიერთი მშობელი მოითხოვს, რომ ბავშვი გაკვეთილებს განუწყვეტლივ უნდა ამზადებდეს. ისე, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა შეასრულოს.


სინამდვილეში, მთავარი გაკვეთილი არაა: ბავშვთან ურთიერთობა, ფსიქოლოგიური კომფორტი და სწავლის პროცესში ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საუკეთესო მშობლებს, ისედაც ძალიან დაძაბული ცხოვრების გამო, ხშირად არ აქვთ ძალა, მუშაობის შემდეგ, დასხდენ შვილებთან და მოამზადებინონ გაკვეთილები.


ასე რომ, დასაწყისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გასაგები იყოს (როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის), რომ დაუმთავრებელი ამოცანა არ არის ტრაგედია და არც კატასტროფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეგაწუხებთ, ის რომ ცუდი მშობლები ხართ და ბავშვი კი იფიქრებს, რომ იგი მხოლოდ შედეგების და შეფასებების გამო უყვართ; და ეს მას სრულწლოვანების ასაკშიც შეუშლის ხელს.


დაეხმარეთ ბავშვს "საშინაო დავალების" შესრულების შიში გადალახოს


image


თავდაპირველად, საშინაო დავალებების შესრულებისას, ბავშვი შეიძლება დაიბნეს და ვერ გაიგოს. როგორ მივუდგეთ მას. ასეთ სიტუაციაში მშობლების ამოცანაა პროცესის ორგანიზების ხელშეწყობა, იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა დაიწყოს, თუ როგორ უნდა დაასრულოს რვეულში პასუხი სწორად. აუხსენით, რატომ უნდა გააკეთოს რამე ამ თანმიმდევრობით, მთელი რიგი ქმედებები ხმამაღლა თქვით. როდესაც ის გაითავისებს ამას, ურჩიეთ მას, რომ ეს ბრძანებები თვითონ გამოაცხადოს (პირველად ხმამაღლა, შემდეგ კი თავისთვის). გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ის გაურკვევლობაში აღარ იქნება ან სუფთა ფურცელის შიშს დაძლევს - და მასაც (და თქვენც) ბევრად უფრო გაუადვილდება.


აუხსენით საკუთარ თავს, რატომ უნდა მოამზადოს გაკვეთილები


ბევრ მშობელს სურს გაკვეთილების მომზადება ჩვევად იქცეს, მაგრამ ბევრ ბავშვს არ ესმის, რატომ უნდა გააკეთოს რაღაც უბრალოდ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია. თუ ბავშვი ცრემლიანი ამზადებს მათემატიკას - ეს პირდაპირი გზაა იმისა, რომ საინტერესო და ღია ადამიანი გახდეს ჩაკეტილი და სევდიანი, რომელიც ყოველივე ახალს უნდობლად უყურებს.


image

ერთის მხრივ, ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რაც ყოველდღე უნდა გააკეთოს. ის სასარგებლო და აუცილებელია -ისევე, მაგალითად, როგორც კბილების გახეხვა. მეორეს მხრივ, სწავლა არ უნდა იყოს ერთგვაროვანი "დაზეპირება": მოსწავლეებისთვის ისედაც რთულია მოსაწყენი მაგალითების და ერთფეროვანი ამოცანების ამოხსნა. თქვენი შვილისთვის დიქტატორი კი არ უნდა იყოთ, არამედ პარტნიორი.


image


დაფიქრდით იმაზე, თუ ის როგორ შეიძლება დაანტერესოთ. ეს შეიძლება იყოს თამაშები ან თქვენი ერთობლივი "შემოქმედებითი პროექტები", რათა შეისწავლოთ სამყარო - მაგალითად, თქვენ ერთად შეგიძლიათ შეადგინოთ კომიქსი ისტორიის ან ჩაატაროთ ექსპერიმენტი. უმჯობესია, თუ ბავშვი კვლევის შედეგად შეასრულებს დავალებას, ვიდრე უბრალოდ შეისწავლის ფაქტებს.


ბავშვებსს უნდა აუხსნათ, თუ რატომ უნდა ისწავლონ და შეასრულონ დავალება (და მიიღოს ამით კმაყოფილება), ჯერ უნდა გაერკვეს ყველაფერში, როგორ არიან მოწყობილნი, რომ მათი დახმარებით შეიძლება მსოფლიოს გამოკვლევა და ახალი ცოდნა შეიძენა. თქვენ უნდა შეეძლოთ ჯერ საკუთარ თავს აუხსნათ, და მხოლოდ ამის შემდეგ - ბავშვს.


ასწავლე თქვენს შვილს გადაწყვეტილებებ დამოუკიდებლად მიიღოს


სცადეთ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა მისცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ როგორც პირველ კლასში არ შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, ასევე მე-8-ე კლასშიც არ აქვს ასეთი გამოცდილება და ეს საერთოდ არ იცის. გარდა ამისა, მშობლებმა პედაგოგის მაგივრობა არ უნდა გაწიოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები არ მოუსმენს კლასში მასწავლებელს, იმ იმედით, რომ მოგვიანებით მშობლები დაეხმარებიან.

ეს განსაკუთრებით ეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლების ყურადღება არ აკლიათ: მათთვის, საშინაო დავალების ერთობლივი მომზადება- ეს არის დრო, როცა იგი მშობლებთან: დედასთან და მამასთან ერთად ატარებს დროს. შედეგად, ბავშვი არ უსმენს სკოლაში გაკვეთილს, იმ იმედით, რომ მშობლები დაეხმარებიან საშინაო დავალების შესრულებაში. უფრო მნიშვნელოვანია, დრო ერთად გაატაროთ ისეთ გარემოში, რომელიც სწავლას არ უკავშირდება (გასეირნება, სამაგიდო თამაშები, ფილმების გადაღება, სხვა რაც გინდათ).


image


ზოგჯერ საშინაო დავალება ძალიან ბევრი აქვთ ბავშვებს. ანუ, მასწავლებელმა იმდენი არ აუხსნა, რამდენიც "სახლში" მისცა დავალება - და ბავშვმა, ფაქტობრივად, თავად უნდა მოიძიოს მასალის უმრავლესობა. როგორც წესი, ბავშვები გამოსავალს ნახულობენ: ისინი უბრალოდ არ აკეთებენ იმას, რასაც ვერ ასწრებენ. ენდეთ ბავშვს. დაე თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა ისწავლოს. რა არის უფრო მნიშვნელოვანი და რა შეიძლება გადაიდოს ან გაეცნოს გაკვეთილზე.

თუ ხედავთ, რომ ბავშმა ძალიან "გაუტია": ღამით მეცადინეობს ან სახელმძღვანელო სადილზეც კი თან აქვს - მაშინ მოგიწევთ ჩაერიოთ და მკაცრი ზომები მიიღოთ: გაკვეთილების მომზადებამ მთელი დღე არ უმდა მოიცვას: მან კიდევაც უნდა ითამაშოს, იძინოს ნორმალურად, და უბრალოდ უსაქმურად იყოს.


image

ნუ გააღიზიანებთ!


ხშირად ხდება, რომ მშობლები ცდილობენ ბავშვებს აუხსნან საშინაო დავალება - მაგრამ უშედეგოდ. ბავშვს არ ესმის, მშობელი ბრაზდება, ეჩხუბება, ბავშვს ეშინია შეცდომების დაშვების. მშობლებს შეიძლება ჰგონიათ, რომ ბავშვი არ უსმენს მათ ან არ უდგება ამას სერიოზულად. სინამდვილეში, ეს ნორმალურია, რომ ბავშვს მშობელის არ ესმის ისე, როგორც მასწავლებელის.

მშობლები ემოციურად განიცდიან ამ ყველაფერს, რაც ბავშვს ძაბავს. გახსოვდეთ, რომ ბავშვის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილები. ნუ იტანჯავთ ნურც საკუთარ თავს და ნურც ბავშვს. სცადეთ სხვა მიდგომები - მაგალითად, აყურებინეთ ვიდეო გაკვეთილები. თუ ვერაფერს გახდით, მიმართეთ მეორე მშობელს ან ნათესავს, ან მასწავლებელს მიანდეთ ეს საქმე.


დაინტერესდით ბავშვის ცხოვრებით და არა მისი აკადემიური მოსწრებით
ვთქვათ, ყველაფერი კარგადაა და ბავშვი თავად ამზადებს გაკვეთილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაივიწყოთ ამის შესახებ. დაინტერესდით მისი ინტერესებით (არა მხოლოდ ნიშნებით), განიხილეთ საინტერესო თემები. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება მიტოვებულად იგრძნოს თავი. მნიშვნელოვანია, რომ კი არ გააკონტროლოთ, არამედ მხარი დაუჭიროთ მას, გაეცანით ინფორმაციას სკოლის შესახებ. მოუსმინეთ და მხარი დაუჭირეთ.

აგრძნობინეთ, რომ თქვენ საერთო ცხოვრება გაქვთ, რომ არ არსებობს უფრო"მნიშვნელოვანი" რამ (ანუ "მოზარდების") და "ბავშვის" "უმნიშვნელო" რამ. სკოლა იმავე ადგილას იკავებს ბავშვის ცხოვრებაში, როგორც მოზრდილების ცხოვრებაში სამუშაო. ასე რომ, საშინაო დავალების შესრულებას მსუბუქად ან გულგრილად არ მოეკიდოთ, არ დააიგნოროთ ბავშვის წარმატებები და არ გააუფასუროთ.

არ დასაჯოთ ბავშვი, თუ ის ვერ სწავლობს კარგად
დასჯის დანერგვა შეუსრულებელი სამუშაოსთვის- ცუდი გზაა. ეს ასევე ეხება სხვა მანიპულაციებს: არ დაემუქროთ ბავშვს ან არ შეარცხვინოთ იმის გამო, რომ ის ცუდად სწავლობს. სცადეთ ყოველთვის მშვიდად და გონივრულად, დაშინების ან შანტაჟის გარეშე აუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი გაკვეთილის მომზადება. ეს ხომ მისთვისაა და არა თქვენთვის.

უმჯობესია, ამ დროს, შეუსრულებელი დარჩეს დავალება, ვიდრე ბავშვმა სტრესი მიიღოს და მკვეთრად დაეცეს მოტივაცია. აუცილებელია ბავშვის ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინება. იყავი მგრძნობიარე, გულისყურით მოუსმინე ბავშვს და ეცადე გაიგოს ის, რაც მას სჭირდება.


ნუ შექმნი პრობლემას, თუ ბავშვი არ ასრულებს დავალებას


თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილი რთულად სწავლობს, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა ხდებოდა: მას არ შეუძლია გაუმკლავდეს იმის გამო, რომ არ მოისმინა ან გააცდინა გაკვეთილი, თუ იმიტომ, რომ "არ აკმაყოფილებს" ის დონე, რომელიც ეძლევა სკოლაში და რომლზეც იმყოფებიან თავისი თანატოლები?

აუცილებელია გაიგოთ, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები, შემდეგ შეიმუშავეთ სწავლების პროგრამა. მაგალითად, ფსიქოლოგებს შეუძლიათ დაეხმარონ; შეგიძლიათ შეცვალოთ განათლების დონე (მაგალითად, უკან დააბრუნოთ, ერთი წელი, საბავშვო ბაღში), ან უარი თქვათ გარკვეული სუბიექტების სიღრმისეულ შესწავლაზე და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინება: რატომ ვერ ითვისებს ან სწრაფად რატომ იღლება? იქნებ რაღაც აწუხებს და ღამით არ სძინავს. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს სწავლაზე- არ ჰქონდეს უნარი ახსოვდეს, რომ დაინტერესდეს ახლით, კონცენტრირება მოახდინოს დავალებებზე.


თუ ბავშვი ცუდად სწავლობს, დეპრესიაშია, კონფლიქტები მოსდის თანატოლებთან და მასწავლებლებთან, არ უნდა სკოლაში - ალბათ მას სერიოზული პრობლემები აქვს. იქნებ სკოლაში წამლავენ, ის გძნობს თავს გარიყულად, ვერ უძლებს ზეწოლას და ამის გამო აქვს დეპრესია.

ამ შემთხვევაში, უსარგებლოა სიმპტომების ძებნა(ანუ, აკადემიური უკმარისობა), და აუცილებელია, რომ ვეძებოთ მიზეზი. თუ ხედავთ, რომ ეს სიტუაცია გრძელდება კვირეები და ვერ გვარდება, მაშინ თქვენი ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგი - უბრალოდ არ შეარცხვინოთ და არ დაემუქროთ. უთხარით, რომ ასე ბევრი მოზარდია, როდესაც ისინი გრძნობენ თავს ცუდად ან რაღაც ისე არაა- და ეს ნორმალურია. აჩვენეთ, რომ მისი მოკავშირე ხართ.


image



0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0