x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნინო შუბლაძემ ტვ პირველი დატოვა და ისევ სამთავრობო პიარში გადადის
image


ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ტვ პირველი დატოვა. ინფორმაციას არხის მენეჯმენტშიც ადასტურებენ. სავარაუდოდ ის კვლავ სამთავრობო პიარში გადაინაცვლებს.


რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შუბლაძე ეკრანს ახლახან დაუბრუნდა, როცა ამავე ტელეკომპანიის საახალწლო გადაცემას ინგა გრიგოლიასთან ერთად უძღვებოდა. გრიგოლიამ ეთერში აღნიშნა, რომ იანვრიდან ნინო შუბლაძე აქტიურ ჟურნალისტიკას უბრუნდებოდა და საკუთარ გადაცემას ამზადებდა.


ნინო შუბლაძე არხის დატოვებას ადასტურებს, თუმცა სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. გავრცელებული ცნობით კი ხელისუფლება საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთიან ცენტრს ქმნის, რომლის ხელმძღვანელადაც ნინო შუბლაძე მოიაზრება. სავარაუდოდ სწორედ ამ შეთავაზების გამო გადაწყვიტა ტელევიზიიდან წასვლა.



შუბლაძე ტვ პირველის საინფორმაციო მიმართულებას 2017 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე კი სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო.

0
618
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0