სისხლის სამართალი ახალი დეტალები სერგო თეთრაძის საქმეში, სასამართლო სხდომიდან 2018, 16 იანვარი, 12:26 ახალი დეტალებია სერგო თეთრაძის საქმეში. როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, თეთრაძეს ცხვირის ძვლების სამმხრივი მოტეხილობა დაუდგინდა, რაც ექსპერტიზის წინა დასკვნაში დაფიქსირებული არ იყო. როგორც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლო დარბაზიდან წერს, ახალი დეტალები თეთრაძის ექსგუმაციის შემდეგ გაირკვა. სხდომას არ დასწრებია თავად ბრალდებული ბაჩო ახალაია, რომელიც მკვლელობის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გლდანის #8 საპყრობილეში წამებით მოკლეს. სასამართლო განხილვა ისევ გრძელდება. 236 3-ს მოსწონს
|