სხვა ამერიკელმა "ვიაგრას" აბები ინდაურივით გადაყლაპა,რის შემდეგაც დებოში მოაწყო ფხუკეტის აეროპორტში 2018, 15 იანვარი, 17:21
როგორც მოწმეები იტყობინებიან, ამერიკელი მთლიანად გაშიშვლდა და ფეკალიებს ესროდა გამვლელებს, ამასთანავე ამსხვრევდა მაღაზიის ვიტრინებს.აეროპორტის ექვსმა თანამშრომელმა ძლივს გააკავა ამერიკელი ტურისტი, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ "ვიაგრას" გადამეტებული დოზა მიიღო, მოწმდება მისი ფსიქიკური მდგომარეობაც. მოგვიანებით სტივ ჩომ აღიარა, რომ არაადეკვატურად იქცეოდა, პირობა დადო, რომ ყველა ზარალს აანაზღაურებდა, რაც მან დააზიანა, თუმცა ტაილანდში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე ამორალური საქციელისთვის სასჯელი საკმაოდ მკაცრია.ასე, რომ საეჭვოა იგი მარტო ჯარიმით გამოძვრეს. პრეპარატი "ვიაგრა" სექსუალური სტიმულატორია მამაკაცებისთვის, რომელიც ერექციის გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის იხმარება და მისი დოზა ზრდასრული მამაკაცისთვის 1/2 ტაბლეტია, ხოლო ხანშიშესულისთვის(60 წელს გადაცილებული) ერთი აბი.
76 5-ს მოსწონს
|