ქალი და მამაკაცი აი, რისთვისაა საჭირო საცვალის უბეზე ჯიბე 2018, 15 იანვარი, 11:17 უძველეს დროში ქალბატონები არ ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ არსებული მოდის ტენდენციები. იდეალური ფიგურის თვალსაჩინოდ კი მიდიოდნენ მსხვერპლსა და შეზღუდვებზე. მანამ, სანამ საცვალს გამოიგონებდნენ, კაბის ქვეშ ქალს სხვადასხვა ვერსიის და ტენდენციის რაღაცების ჩაცმა უწევდა. ერთ–ერთი მათგანია პანტალონი, უცნაური დიზაინის შარვალი, რომელსაც ატარებდნენ მანდილოსნები მრავალი საუკუნის განმავლობაში 19-ე საუკუნემდე. პანტალონს ამოჭრილი უბე ჰქონდა, მკვლევართა ვარაუდით ვენტილაციისთვის და ჰიგიენის ნორმების დაცვის გაადვილებისთვის იყო განკუთვნილი. ხოლო ჩვეულებრივი საცვალი, რომელსაც დღეს ყველა მანდილოსანი ატარებს (ნუ უმეტესობა მაინც), სწორედ 1935 წელს გამოიგონეს, მართალია მას შემდეგაც მისმა ფორმებმა სახე იცვალა, თუმცა მაინც ხშირ შემთხვევაში კლასიკური ტიპის ბიკინს უმეტესი მომხმარებელი ყავს. ალბათ ბევრ თქვენგანს გასჩენია კითხვა თუ რატომ აქვს საცვალის უბეს ჯიბე, ნუთუ იქ რამის შესანახად? თუმცა ეს არანაირი ჯიბე არაა, უბრალოდ ნატურალური ქსოვილის დამატებითი ფენაა, რომელსაც სამკერვალოშივე აკერებენ უბეზე. დამატებითი ფენა განკუთვნილია პირადი ჰიგიენის მოტივისთვის და თუ საცვალი სინთეზური ნაწარმისაა, მას აუცილებლად ექნება ჩაკერებული ბუნებრივი ქსოვილის (აბრეშუმი, ბამბა და ა.შ) ფენა, რადგან ლორწოვან გარსს სჭირდება ზრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქტერიები ძლიერდება და მიკროფლორა ჩამოიშლება. ქსოვილი ასევე ხელს უწყობს ხახუნის ძალისა და ბუნებრივად გამოყოფილი ოფლის შეკავებას, აქედან გამომდინარე დამატებითი ფენა კი ძირითადად აქვს საცვლებს ყოველდღიური მოხმარებისთვის. საცვლების რომანტიკულ მოდელებში დამატებითი ფენა უბეს არ აქვს, რადგან ისინი ძირითადად განკუთვნილია რამდენიმე საათისთვის და მათი საჭიროება არ არსებობს. იხილეთ აგრეთვე: ● რა ეცვათ მანდილოსნებს კაბის ქვეშ. (მოდის ისტორია) ● 3 მთავარი ცნება ინტიმური ჰიგიენის შესახებ. დაიმახსოვრეთ! ● რატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილები ● აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა ● სასარგებლო რჩევა მკერდის ფორმის მიხედვით ● თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ ● რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთ ● გაინტერესებთ ქალის რომელ საცვალს ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცები? 980 20-ს მოსწონს
|