ქალი და მამაკაცი გაინტერესებთ ქალის რომელ საცვალს ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცები? 2016, 3 დეკემბერი, 11:48 ქალები დიდ დროს ანდომებენ ქვედა საცვალის შერჩევას, რადგან საყვარელი მამაკაცისთვის უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და ამავდროულად დუნდულების ფორმები უფრო მკაფიო იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში ექსპერტები ფიქრობენ, რომ არა თქვენი, არამედ მამაკაცის აზრია გასათვალისწინებელი, თუ რომელ საცვალს ანიჭებენ უპირატესობას ისინი.
მოდის თანამედროვე ინდუსტრიამ წარმოგვიდგინა რამოდენიმე ტიპის ქვედა საცვალი, რომელთა მიხედვით ჩატარდა გამოკითხვები. 1000-მდე მამაკაცმა ერთ ხმად ერთი აღიარა, დანარჩენი ხმები კი სხვა ტიპებზე გადანაწილდა. გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ეს რეიტინგი? 1. საცვალი-შორტი 40%. გამოკითხვებში სწორედ ამ ტიპის საცვალი დასახელდა ლიდერად, რადგან მამაკაცებს მიაჩნიათ ეს საცვალი ქალისთვის სრულიად კომფორტულია, სრული კომფორტი კი მეტად სექსუალური. სწორედ ეს თეთრეული უსვამს ხაზს ქალის განსაკუთრებულ ხიბლს. 2. საცვალი- სტრინგი 34%. უნდა ვაღიაროთ, რომ გამოკითხვების დასაწყისში სწორედ ამ ტიპის თეთრეულს ეკავა პროცენტების 73, თუმცა შემდეგ შეიცვალა. მამაკაცები ამბობენ, რომ დასაწუნი არაფერი აქვს ამ ტიპის საცვალს, თუმცა ყველაფერი უკვე სააშკაროზეა და დასაინტერესებელი აღარაფერი რჩება. 3. საცვალი G სტრინგი 13%. ამ ტიპის საცვალი მამაკაცებს მხოლოდ იმიტომ მოსწონთ, რომ მისი საშუალებით ადვილად ხედავენ ქალის ბრწყინვალე დუნდულებს. 4. საცვალი- ბიკინი 12%. არც თუ ისე დიდი რეიტინგი აქვს ასეთი სტილის საცვალს. თუმცა 12%-სთვის ის მაინც სექსულაურს წარმოადგენს. 5. საცვალი- ბებიის ფოხანი 1%. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის არავის მოწონს, დარწმუნებულები ვართ ყველა გოგონას კარადაში არის ერთი ასეთი თეთრეული და თავსაც ძალიან კომფორტულად გრძნობენ მასში. აი ასეთი შედეგი აქვს ამ ტიპის გამოკითხვას. ასე, რომ ქალბატონებო, თუ კი მამაკაცების აზრი გაინტერესებთ საცვლებთან დაკავშირებით, დროა თქვენს კარადას გადახედოთ. 1274 19-ს მოსწონს 1-ს არა
|