სხვა ბერძნულ-სპარსული ომი 2018, 14 იანვარი, 4:40 ბერძნულ-სპარსული ომების ოფიციალური დასაწყისი და დასასრული არის ძვ.წ. 499-449 წლები, თუმცა ჯერ კიდევ ძვ.წ. 545 - 494 წლებში მოხდა იონიის აჯანყება დამპყრობელი სპარსეთის წინააღმდეგ. ძვ.წ. 492-449 წლებში მიმდინარე 50-წლიანი ომის შემდეგ ბერძნულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა სპარტას და ათენის მეთაურობით სპარსეთის იმპერია საბოლოოდ დაამარცხეს. ძვ.წ. 490 წელს მოხდა მარათონის ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის, სადაც მონაწილეობდა 10, 000 ბერძენი ჰოპლიტი 25, 000 სპარსელი დამპყრობლის წინააღმდეგ. საბერძნეთმა გაიმარჯვა. ჰეროდოტეს ცნობით ამ ბრძოლაში დაიღუპა 192 ათენელი და 6400 სპარსელი. ძვ.წ. 490 წელს თემისტოკლემ წამოიწყო ათენური ფლოტის მშენებლობა. 480 წლისთვის კი ეს საქმე დასრულებული იყო და ათენური ფლოტი უდიდესი იყო მაშინდელ საბერძნეთში - 200 საბრძოლო გემით. ძვ.წ. 480 წელს მოხდა თერმოპილეს ბრძოლა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო სპარტას და სპარსეთის იმპერიას შორის. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა 300 სპარტელი 7000 სხვა ბერძენთან ერთად. და სპარსელთა მხარეს იბრძოდა მინიმუმ 200, 000 ადამიანი. ბერძნებიდან დაიღუპა 300 სპარტელი და 700 თესპიელი. სპარსელთა მხარედ კი დაიღუპა 80, 000 -ზე მეტი ადამიანი ქტესიასის ცნობით. თუმცა ჰეროდოტე, რომელიც მხოლოდ ერთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა აღწერს 1, 700, 000 სპარსელს სადაც 80, 000 მხოლოდ კავალერია იყო და 1207 საბრძოლო გემისგან შედგებოდა, თითოეულზე 200-კაციანი ეკიპაჟით. 480 წელსვე მოხდა სალამისის ბრძოლა სპარსელთა და ბერძენთა შორის. ბერძნებს თემისტოკლე მეთაურობდა 380 საბრძოლო გემით. სპარსელებს კი ბევრად დიდი ფლოტი ჰყავდათ, მაგრამ ბერძნებმა მოახერხეს სპარსული ფლოტის განადგურება. პლატეას და მიკალეს ბრძოლა 479 წელს მოხდა. ისიც ბერძნების გამარჯვებით დასრულდა. შემდგომ ბრძოლა ათენმა გააგრძელა სპარსეთთან და 448 წლისთვის თავისუფალი იყო ყველა ბერძნული მიწა სპარსელი დამპყრობლებისგან. დაიდო ფორმალური "კალიასის" ხელშეკრულება, რომელიც დამოუკიდებლობის გარანტიას აძლევდა ბერძნულ-ქალაქ სახელმწიფოებს დღევანდელ საბერძნეთსა და მცირე აზიაში. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 876 1-ს მოსწონს
|