x
image
მაიკო ქავთარაძე
10 მიზეზი თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა!
რატომ არ ღირს ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დაკარგვა?


1) ვერძი ყველაზე გულწრფელი ნიშანია; იგი ყოველთვის პირში გეტყვის სათქმელს, არასოდეს ისაუბრებს ზურგს უკან. თუ მტრობას აპირებს აუცილებლად ღია კონფრონტაციაზე წამოვა.


2) არ თამაშობს, ყოველთვის არის ის, რაც სინამდვილეში. უცხოა მისთვის სიყალბე და ფლიდობა.


3) ბოღმასა და სიბრაზეს არ იდებს გულში, თუ რამე აწყენინე ყველაფერს პირში მოგახლით და მეორე დღეს აღარ ემახსოვრება.



image

4) ძალიან კეთილია, არასოდეს გეტყვით უარს დახმარებაზე, თუ ჩათვალა, რომ მართლა გჭირდებათ არც ფული დაენანება, არც დრო და, არც ენერგია. თუ თვითონ არ შეუძლია დახმარება, სხვების შეწუხებაც არ მოერიდება.


5) ყოველთვის თქვენ მხარეს იქნება, თქვენი გამბრაზებელი მისი გამბრაზებელიცაა. ვინც უყვარს იმ ადამიანების პირად შეურაცხყოფას პირადად იღებს და გააფთრებით იბრძოლებს მათ დასაცავად.


6) არ მოგცეთ დანებების საშუალებას, მისი ოპტიმიზმი გადამდებია. ყველაზე რთულ მომენტშიც სჯერა, რომ ყველაფერი გამოვა და ამ განწყობას აფრქვევს ირგვლივ. მათ გვერდით ფარხმალს ვერ დაყრით, ვერ ჩავარდებით დეპრესიაში, რადგან ისე აღმოჩნდებით ბრძოლის ველზე, ვერც გაიგებთ... იქ კი დიდი გამარჯვება გელით, მხარში ხომ ასეთი გამოცდილი მეომარი გიდგათ.


image

7) არ შეგიზღუდავთ პირად სივრცეს. მზრუნველია, მაგრამ ეს არ არის მოსაბეზრებელი. ის თქვენს საქმეში მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა გჭირდებათ. მაგალითად, თქვნს უფროსს დაელაპარაკება თქვენი დაწინაურების თაობაზე, ვინც გაწყენინებთ იმას "საქმეს გაურჩევს"; პრობლემების მოგვარებაში ხელს წაგიკრავთ... სხვა მხრივ თქვენს არჩევანსა და გადაწყვეტილებებში არ ჩაერევა, არ გაკონტროლებთ და პატივს გცემთ.


8) მასთან არ მოიწყენთ, რადგან თავადაც ადვილად სწყინდება და მუდამ სიახლეების ძიებაშია. იგი ნოვატორია, სულ საქმეში, სულ ახალ-ახალი იდეებითა და თავგადასავლებით გეცხადებათ. სულ რაღაცას არკვევს, აგვარებს. მუდმივი მოძრაობა და მუდმივი წინსვლა. მხიარულება და თანაც საოცარი ენთუზიაზმი.


image

9) მას თქვენი ბავშვური გულწრფელობით სჯერა. არ ეჭვიანობს, არ ელანდება, რომ მის უკან რამეს ხლართავთ და თუ თქვენზე ავ ენებს მიუტანენ პირდაპირ თქვენთან მოვა ამბის გასარკვევად, თანაც ყველაფერს დგიჯერებთ თუკი აუხსნით. არასოდეს დაგჭირდებათ იმაზე თავის მტვრევა თუ რაზეა ნაწყენი, სანამ შეამჩნევდეთ, რომ ნაწყენია, მანამდე გეტყვით ყველაფერს.


10) სულით ხორცამდე ერთგულია თუ უყვარხართ, არასოდეს გიღალატებთ, ამას არასოდს იკადრებს, იმიტომ, რომ საკუთარ თავს სცემს პატივს. ორმაგი თამაშები და ინტრიგები უცხოა მისთვის. მას შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ.


image

2
647
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
647
  
2018, 13 იანვარი, 19:27
ვაჰ ყოჩარ ნაღდია რა
2018, 13 იანვარი, 3:19
როგორ მეამა :)) ვერძი ვარ
0 1 2