x
image
ლურჯი თოლია
H&M სკანდალში გაეხვა - რაში ადანაშაულენებ ბრენდს?


H&M ისევ გაეხვა სკანდალში. ამჯერად ბრენდს რასიზმში ადანაშაულებენ. მიზეზი კი ახალი საბავშვო ჰუდია წარწერით: "COOLEST MANKE IN THE JANGLE". ინტერნეტში განთავსებულ ფოტოზე ჰუდი შავკანიან ბიჭს აცვია. სწორედ ეს გახდა საზოგადოების აღშფოთების მიზეზი. ბრენდი რასიზმში დაადანაშაულეს.

image

მომღერალმა the weeknd სპეციალური პოსტი გაავრცელა და უარი განაცხადა ბრენდთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. მას შეუერთდა რეპერი G-Eazy.

image

ამტყდარი აჟიოტაჟის შემდეგ H&M-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა:

"გვესმის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ნაწყენია საბავშვო ჰუდის ფოტოს გამო. ჩვენც, ვინც H&M-ში ვმუშაობთ, ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ ის არის, რომ დაგეთანხმოთ.

ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ფოტო გადაღებულ იქნა და ასევე ვნანობთ ამ პრინტსაც. ამის გამო, არა მარტო წავშალეთ ფოტო ჩვენი საიტებიდან, არამედ კონკრეტული სამოსი ამოვიღეთ პროდუქციიდან.

ნათელია, რომ ჩვენს მიერ დადგენილი პრაქტიკის სათანადოდ მიყოლა არ მოხდა. ეს ეჭვგარეშეა. ბოლომდე გამოვიკვლევთ, თუ რატომ მოხდა ეს და აღვკვეთავთ მსგავსი შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვების შესაძლებლობას."

image

0
79
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0