ტკბილეული ფარშირებული გოგრა წითელ ტკბილ ან ნახევრად ტკბილ ღვინოებს საუკეთესოდ შეეხამება 2018, 12 იანვარი, 10:34
ფარშირებული გოგრის დესერტი ყველა გემოვნების ადამიანს მოეწონება. მის მოსამზადებლად თქვენ წელიწადის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭრდებათ. ფვიქრობთ, ფარშირებული გოგრის დესერტს წითელი ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ღვინოები საუკეთესოდ შეეხამება.
ინგრედიენტები:
ვაშლი - 1 (შეიძლება კომშით შევცვალოთ) ნიგოზი - 1/2 ჭ კარაქი - 50 გ ქიშმიში - 1/2 ჭ ბრინჯი - 150-200 გ გოგრა - 1 საშუალო ზომის შაქარი - 50 გ ვანილი დარიჩინი - 1/2 ჩ.კ (ან ლიმონის ცედრა) მომზადების წესები: თავდაპირველად, მოვამზადოთ გოგრის "ქოთანი". გოგრას გადავაჭრათ თავი, ამოვასუფთაოთ თესლებისგან. ბრინჯი მოვხარშოთ, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ნიგოზი და ვაშლი დავჭრათ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავამატოთ შაქარი და დავაყაროთ დაჭრილი ვაშლი. ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, ტავახდილი, ვაშლის წვენს გამოუშვებს და მსუბუქი კარამელის ფენით დაიფარება. ამ ეტაპზე დავამატოთ ქიშმიშიც. ვაშლი რომ წვენს დაიშრობს, დავამატოთ ნიგოზი, ბრინჯი და კარგად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ ვანილს, დარიჩინს ან ლიმონის ცედრას. განაგრძეთ კითხვა 40 1-ს მოსწონს
|