კულტურა 7 მეტრის სიმაღლის თოვლი და გახიზნული ტურისტები! 2018, 11 იანვარი, 22:50 ძლიერი თოვლი ალპებში და გახიზნული ტურისტები კურორტზე - ასე ასათაურებენ მსოფლიოს წამყვანი ჟურნალები ალპებში მოსულ თოვლის შესახებ, რომლის სიმაღლეც 7 მეტრას აღწევს. შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე 10 000 -ზე მეტი ტურისტი 2 დღის განმავლობაში გახიზნულ მდგომარეობაში იყო. უახლესი ინფორმაციით, რეგიონში პანიკა შეწყდა და ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდა.
![]() ალპების გზა, რომელიც საფრანგეთის მხარეს, ბესანსა და ბონევალს შორის გადის 7 მეტრა სიმაღლის თოვლით დაიფარა. ალენ დუკლოსის მიერ გადაღებულ ფოტოებმა მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა მოახერხა. მეტეოროლოგების ცნობით ასეთი თოვლი მხოლოდ 30 წელიწადში ერთხელ იჩენს თავს. ![]() როგორც ცნობილია თოვა 36 საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ მიმდინარეობდა, დაფიქსირდა ათობით მეწყერი, რასაც ფრანგი მთამსვლელის სიცოცხლეც შეეწირა. ![]() ალპების დიდთოვლიანობამ იტალიის სათხილამურო კურორტ Sestrieres -ზეც იმოქმედა. ერთ-ერთ სახლში ჩამოვარდნილ მეწყერის შედეგად, საბედნიეროდ დაზარალებული არ ყოფილა. ![]() შვეიცარიის სათხილამურო კურორტ ზემრმატიდან 1000 ზე მეტი ტურისტი საჰაერო ძალების დახმარებით იქნა გადაყვანილი ტერიტორიიდან. ![]() ტურისტები ვერტმფრენით ადგილის დასატოვებლად კაცზე 50 ევროს იხდიდნენ. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. ზედიზედ მეორედ! საჰარა კვლავ "გათეთრდა"!!! 2. გაყინული ნიაგარა კვლავ ჯადოსნური სილამაზით გამოირჩევა ( +23 ფოტო 3. 35 უძლიერესი სამხედრო არმია ჩვენს პლანეტაზე, 2017 წლის სტატისტიკით 4. აიღეთ ბარგი! დროა წავიდეთ - 22 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჯობია ცხოვრება ურუგვაიში?! 5. 10 უცნაური რეალობა ისტორიული პირების შესახებ, რომელიც შესაძლოა დღემდე არ გცოდნოდათ! 373 9-ს მოსწონს
|