x
image
ლიკა ელიშვილი
პანკისელი მოსახლეობა მთავრობის კანცელარიასთან დღეს აქციას გამართავს
image


დღეს 19:00 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა, სამართლიანი და ეფექტური გამოძიების ჩატარებაა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება; ასევე, სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება. შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საძინებელ ოთახში სასიკვდდილოდ დაჭრეს.


აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ამ საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას.

წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესირებაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას.

ორგანიზატორები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, აუდიტორია N115.



image

თემირლან მაჩალიკაშვილი რეანიმაციაში 10 იანვარს გარდაიცვალა. მისი ცხედარი პანკისში გვიან საღამოს გადაასვენეს.


1
68
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
68
  
2018, 12 იანვარი, 23:47
ვინც არაა გარკვეული განვუმარტავ: ანტიტერორისტული ცენტრის სპეცრაზმის გაკონტროლება პარლამენტის მიერ უდროს ჩავარდნილ ოპერაციებს, გაშიფრულ სპეცრაზმელებს, ოპერატიულად მოქმედების შეზღუდვას და ასე შემდეგ.
მაჩალიკაშვილის მამის მოთხოვნა მოხდეს სამართლიანი გამოძიება სამართლიანია.
ასევე აუცილებელია დადგინდეს ამ საწყალი ბავშვის კონტაქტები, შემდგომი პრევენციისათვის.
ქისტებს როგორც ეთნოსს საქართველოში არავინ ერჩის, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ქისტების ინტეგრირება სახელისუფლო სისტემებში, თუნდაც ძალოვან უწყებებში.
ჩემზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს "ისლამური ხალიფატის" სამხედრო მინისტრი თარხან ბათირაშვილი ქართული სპეცრაზმის ოფიცერი იქნებოდა და ცოცხალიც იქნებოდა და მაგალითის მიმცემიც ხეობისათვის.
0 1 1