ჯანმრთელი კვება D ვიტამინით მდიდარი 8 პროდუქტი 2017, 29 მარტი, 0:46 ზამთარში ყველა ადამიანი კარგავს D ვიტამინს.ამან კი შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს განწყობაზე და გაამწვავოს სეზონური დეპრესია. D ვიტამინის ნაკლებობა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ადვილად ვცივდებით და გვხვდება ვირუსები. ბრიტანელი მკვლევარების აზრით, მისი ნაკლებობა იწვევს გონების დასუსტებას, კუნთების სისუსტეს, დეპრესიას, ქრონიკულ ტკივილს და ა.შ.ასე რომ სანამ ამ ვიტამინის საყიდლად აფთიაქს მიაშურებთ, შეიხედეთ თქვენს სამზარეულოში. გაეცანით 8 პროდუქტს, რომელიც ბუნებრივად მდიდარია D ვიტამინით. 1.ზეთოვანი თევზი ასეთებია ორაგული, კალმახი, სკუმბრია, თინუსი, გველთევზა, ქაშაყი. 2. თევზის კონსერვი თუ ვერ ახერხებთ ახალი თევზის შეძენას შეგიძლიათ მიირთვათ თევზის და სარდელის კონსერვი, რომელიც საკმარისად შეიცავს D ვიტამინს.ეს ერთ-ერთი იაფი ვარიანტია სხვა ვარიანტებს შორის. 3.სოკო ვეგეტარიანელი ბრძანდებით? და თანაც D ვიტამინი გაკლიათ? მაშინ შეიძინეთ სოკო.დაამატეთ სლათებში, სუპებში და ა.შ. 4.რძე საუკეთესო საშუალება D ვიტამინის მისაღებად.მიირთვით 1 ჭიქა დღეში.გარდა ამისა, რძის უამრავი პროდუქტია, რომელიც სავსეა ამ ვიტამინით. 5.ფორთოხლის წვენი უკეთესია მიირთვათ ნატურალური, ვიდრე პასტერიზებული წვენები, რადგან ისინი ნაკლებად, ან საერთოდ არ შეიცავენ D ვიტამინს. 6.კვერცხი კვერცხის გული ასევე შეიცავს კალიუმს, ცილას, A ვიტამინს, B12 ვიტამინს, კალციუმს და რკინას. 7.ზოგიერთი მარცვლეული მაღაზიის დახლებზე უამრავი მარცვლეულია.თქვენ უბრალოდ უნდა მოძებნოთ რომელია D ვიტამინით მდიდარი.მაგ: სოიო და რძე ორმაგი გასროლაა ამ ვიტამინის მისაღებად. 8.სოიოს რძე 1 ჭიქა სოიოს რძე დღეში საკმარისია, მაგრამ აუცილებლად შეამოწმეთ ეტიკეტი, რადგან ბევრი მათგანი ფალსიფიცირებულია. 6271 13-ს მოსწონს
|