x
image
ლიკა ელიშვილი
თელავის რაიონის ერთ–ერთ სოფელში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

image


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „ბე-ემ-ვე“-სა და „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც საპირისპიროდ მოძრაობდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 8 დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.


პირველადი ინფორმაციით, " ბე-ემ-ვე"-ს მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


0
25
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0