სხვა სულის გამოძახილი-ვარსკვლავური ამბავი 2018, 11 იანვარი, 6:35 რამდენიმე თვე გავიდა ჩვენი გაცნობიდან.ჩემი დააბადების დღე ახლვოვდებოდა.საუბარში ძალიან ფრთხილად და სხვათაშორის იკითხა, რაიმე საყვარელი აქსესუარი თუ მაქვს, ან რა მომწონს სამკაულებიდან.ვუპასუხე რომ სათვალე მიყვარს, მაგრამ მიზეზების გამო ვერ ვატარებ.სამკაული ზურმუხტის ქვაა ჩემი საყვარელი ქვა და ხაზი გავუსვი ამ ავადსახსენებელ ზურმუხტს, რომლის ისტორიამ შემდგომში კინაღამ შემიწირა... დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მისმა დაიკომ დამირეკა.საჩუქარია შენს სახელზე და უნდა გადმოგცეო.ვერ ავხსნი რამდენად ბედნიერი და გახარებული ვიყავი.მე ხომ არასდროს ვყოფილვარ საჩუქრებით განებივრებული.ამხელა ყურადღებამ, სიხარულმა და გაკვირვებამ კარგა გემრიელად მატირა.ეს სიხარულის ცრემლები იყო.შეხვდი საყვარელი ძმის ასევე საყვარელ დაიკოს, ვისაუბრეთ, უფროსწორად ვიჭორავეთ, მისი ძმა გავჭორეთ და ჩანთა გახსნა და ამოღიო ულამაზესი კოლოფი. რახან მასაც ძალიან აინტერესებდა ერთად გავხსენით.გავხსენით და სახეზე მაშინვე შემეტყო უკმაყოფილება .აღმოჩნდა ხელით ნაკკეთები(ყველა რომ შეძლებს)ისეთი ყელსაბამი და საყურები.არ მომეწონა და ვერ დავმალე.ცოტა უტაქოდ გამომივიდა, მაგრამ მე ასეთი ვარ.მეტყობა მაშინვე წყენაც და სიხარულიც.მოკლედ (პირობითად) ეკატერინემ გაანეიტრალა სიტუაცია და მითხრა, რომ მას მოსწონს მსგასი სამკაულები.სინამდვილეში ნამდვილად ეკეთა თითზე ხელით ნაკეთი ბეჭედი.თუმცა ის ბევრად ჯობდა ამ ჩემს ულამაზეს კოლოფში აღმოჩენილ საჩუქარს.არ იფიქროს ვინმემ რომ უმადური ვარ.იმ კოლოფში პაწაწუნა ვარდიც გამიხარდებოდა მერწმუნეთ.უბრალოდ მე მას ვიცნობდი უკვე იმდენად.ისიც მიცნობდა და მასხრად ვერ და არ ამიგდებდა.ეს სამკალული კი ჩემს დასამცირებლად იყო განკუთვნილი.სახლში გულდაწყვეტილი დაბრუნებულს რაღაც მჭამდა, რაღაც არ მასვენებდა, მივწერეთ ერთმანეთს.მკითხა რათქმაუნდა ჩვეული სითბოთი და ღიმილით, როგორ მომეწონა საჩუქარი.აქაც ვიქაჯე და მივახალე არ მომეწონათქო და ვკითხე შენ თუ იყიდე პირადად საჩუქარითქო.მე არ მიყიდია, ახლობელს ვთხოვეო, მაგრამ მეც ვნახეო.წესით უნდა მოგწონობედაო.ავუღწერე ვიზუალურად რა ფერის იყო, რა ფერის (პლასტმასის) ქვები იყო მასში და გაუკვირდა.ზუსტად მახსოვს მისი ფრაზა-ან შენ გეშლება რამე ან მეო.ახლობელ გოგოს აყიდინა სამკაული, რომელიც უსაზღვროდ იყო ჩემს გმირზე შეყვარებული.ასევე გაოცებულმა და გაბრაზებულმა, რომ ამდენი ხნის ურთიერთობაში ერთხელაც არ უყიდია ასეთი სამკაული მისთვის, მე კი სულ რამდენიმე თვის გაცნობილ ქალს მჩუქნის ძვირფას ნივთს გოგონა გააბოროტა და საჩუქარი შეცვალა.ცხონებული დღეს ცოცხალი აღარაა :( ძალიან არ დაგზაფრავთ და ხვალ გავაგრძელებ წერას..დროებით მეგობრებო... 25 1-ს მოსწონს
|