x
ექიმო!!! ...ნუ იქცევი მკვლელად...

ლელაკოამბავი, რომელსაც მოგიყვებით, როგორც წინა შემთხვევაში მე გადამხდა თავს.საკმაოდ მნიშვნელოვანი და არც თუ ისშვიათი შემთხვევაა დღევანდელობაში მედპერსონალის გულგრილობა პაციენტებსა და მათი პატრონებს მიმართი.ჩემი შემთხვევა რამდენად გულგრილობაა ამას თვითონ შეაფასებთ. მიუხედავად იმისა, რომ 22 წელი გავიდა მას შემდეგ, დღევანდელი დღესავით მახსოვს ერთერთი ცნობადი ექიმი, რომელმაც სასიკვდილოდ გამიმეტა ჯერ მე, მერე დედაჩემი...ამ სტატიის გამოქვეყნების მიზეზი მარტივი მისახვედრია.მადლობა უფალს გვყავს საუკეთესო ექიმები.თავს რომ გაწირავენ პაციენტისატვის.ღამეებს რომ გაიტეხენ, გულთან რომ მიაქვთ და ითავისებენ ჩვენს ტკივილს, მაგრამ ...დიდი იმედი და სურვილი მაქვს მივიდეს სტატია ადრესატამდე და რცა თავს ამოიცნობს, ღირს კი ის ფუფუნება და კომფორტი, რომელიც მომაკვდავი შვილის დედის ცრემლებით არის გაჟღენთილი.რამდენი დედა, ძმა, შვილი ყავს გამწარებული, რამენი მუხლზე დაჩოქილი გამწარებული პაციენტის პატრონისთვის უკრავს წიხლი, იმის გამო, რომ მშვენიერი მანქანით იაროს, იმის გამო, რომ მისმა შვილებმა კარგ სასწავლებელში ისწავლონ, ატაროს ქურქი, რომელიც 10 000 დოლარზე ნაკლები არ ღირს, შეიაროს ძვირფას რესტორანში და მშვიდად დახარჯოს ფული, რომელიც ცრემლებით და სიძულვილით, არაპატიოსანი შრომით აქვს გამომუშავებული, რომელიც ყარს არაადამიანურობის, გულგრილობის, პრპოფესიის ბოროტად გამოყენების სუნით.ღირს ამად “ე ქ ი მ ო "? მოგეხსენებათ 93 94 წლების დანგრეული, ჩაბნელებული და მოშიებული საქართველო, სადაც თითქმის ყველა ოჯახიდან სახლის სარკმელიდან ჯონავდა ნავთქურის სუნი და ბჯუტავდა სანთლის მკრთალი სინათლე.სწორედ ამ დროს გავარკვიე, რომ ვარ უკვე სამი თვის ორსული.ორსულობა ისე მიმდინარეობდა, არავითარი ცვლილება არ იყო, არანაირი ეჭვი.შემძრა დაუგეგმავმა ორსულობამ.ყველაზე ცუდი ის იყო, რომ, ჩემი შვილი ძალიან პატარა იყომის გამოკვებას ვერ ვახერხებდი, ქმარი პატიმარი, მე კი დავრჩი ჩვილი ბავშვით ხელში...ახლობლების დახმარებით მოვიძიეთ ბებია-ქალი, რომელმაც სახლის პირობებში შემიწყვიტა ორსულობა, რომლის დაღი და ტკივილი დღემდე ადევს ჩემს ცოდვილ სულს.არაჰიგიენურ პირობებში გაკეთებულ აბორტს მოყვა სეფსისი.რადგან ექიმთან მისვლის საშუალება არ მქონდა.ვიყიდე ანტიბიოტიკი და და ვიწყე თვითნებურად მკურნალობა.ალბათ ანტიბიოტიკმა ცოთ ტახანს შეანელა პროცესი.რამდენჯერმე გავაკეთე თვითნებურად მკურნალობა.მერე გავარკვიე, რომ სეფსისი მაქვს.სამი თვე გავსტანე ამ მდგომარეობაში, ბოლოს გონებადაკარგული მიმიყვანეს თბილისის სეფისის ცენტრში.მახსოვს პერიოდულად მოვდიოდი გონს, მალევე ვკარგავდი გონებას.პალატაში შემოვიდა მაღალი, სიმპატიური გარეგნობის ექიმი ქალი, რომელიც ამავდროულად გაახლდათ განყოფილების გამგე.გადამხედა მომაკვდავს, მიგდებულს საწოლზე და პირდაპირ საქმეზე გადავიდა დედასთან კითხა-პასუხის რეჟიმში.გონება ისე დავკარგე, მაფხიზლებს დედას განწირული ტირილი, ხვეწნა-მუდარა, შვილები არ გყავსოოო?დისვილები, ძმისვილები, ახლობლებიო, არსად გამქცევი არ ვარ, შვილი გადამირჩინე, არ მომიკლაო.სად წავიყვანო ცოცხალმკვდარი ბავშვიო ემუდარებოდა დედა.ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, ხომ არ მეჩვენებათქო.ექიმმა მოაძახა, იცი ქალბატონო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თანხის გარეშე მე არაფერი შემიძლიაო ბრძანა და გასასსვლ;ელისკენ წავიდა.დედა დარჩა მუხლებზე დავარდნილი, თავი იატაკზე და გულამოსკვნილი დამტირის.ვერ გეტყით ამ სურათმა რა დამმართა, საიდან მომცა ეს ენეგია და ძალა, ცოცხალმკვდარი როგორ წამოვხტი და გავეკიდე მკვლელ ექიმს.გაარდა დერეფენაში კაბინეტში შემასწრო და ჩაიკეტა.მე კი მედპერსონალმა ძლის გამაკავა.გონებაზე მოსულს მომაძახეს, შენ აქ რა გინდა, შენ ფსიქიატრიულში უნდა იყოო.დედა გამახსენდა და პალატისკენ წავედი.სასწრაფოპდ უნდა მოვცილებოდი ამ მკვლელი ქალის კლინიკას.გამშრალი, გაოცებული, შეშინებული დედა დგას ქანდაკებასავით შეშინებულ-შეძრწუნებული ჯერ ექიმის შემდეგ ჩემი სიგიჟით.ცოტახანს მიყურა და მოცელილი დაეცა უბედური დედა.დედაც მოასულიერეს, როცა ვუთხარი აქედან წავიდეთთქო და დედა დამეთანახმა, თურმე აქ სასაკლაოაო ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და წამოვედით.ეზომდე გვდია სრული მედპერსონალის შემადგენლობამ.დედას ეუბნებოდნენ, შენ რა დედა ხარ, შვილს მოსაკლავად იმეტებო, გზაში მოგიკვდება იცოდეო.ეხხლა მე მივუტრიალდი და მივაძახე, რომ მიზეზი, რომლითაც მე არ გავცჰერდი თქვენს კლინიკასი ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს ეცოდინებათქო.ეს თვითონაც იცოდნენ, ძალიან ვნანობ, რომ ეს ფაქტი მაშინ არ გავახმაურე.ვინ იცის რამდენი ადამიანი შეიწირეს. ექიმო...ნუ იქცევი მკვლელად!!!

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:ლელა ღირსიასვილი
ლელა ღირსიასვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0