ქალი და მამაკაცი კატრინ დენევმა მხარი დაუჭირა მამაკაცების მხრიდან ქალების სექსუალურ "შევიწროვებას" 2018, 10 იანვარი, 16:57 ![]() შეგახსენებთ, კომპანია სექსუალური ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელებში მაშინ აგორდა, როდესაც ერთბაშად რამდენიმე ჰოლივუდის მსახიობმა ცნობილ კინოპროდიუსერს ვარვი ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი.მათ შორის არიან სალმა ჰაიეკი, როუზ მაკგოუენი, ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და აზია არჯენტო. "გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი, თუნდაც დაჟინებული და უხეში არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, ხოლო გალანტური საქციელი აგრესიული მაჩიზმი არ არის"-ნათქვამია წერილში. "მამაკაცები ყოველგვარი საქმის გარკვევის გარეშე უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ და იძულებულნი გახდნენ სამსახური მიეტოვებინათ, თუმცა, რასაც ისინი აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ან ცდილობდნენ კოცნისთვის მიეღწიათ"-დასძინა მწერალმა კატრინ მილემ. კატრინ დენევი გამოვიდ კამპანია #MeToo(მეც) წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში აგორდა, მსახიობის აზრით, ამ კამპანიის მონაწილეები უბრალოდ ცდილობენ შეურაცხყონ ის მამაკაცები, რომლებსაც ბრალად ედებათ სექსუალური შევიწროება. შეგახსენებთ, შარშან აგორებულ ამ კამპანიას ორი მამაკაცის თვითმკვლელობა მოჰყვა. 37 6-ს მოსწონს
|