საზოგადოება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გამთენიისას გარდაიცვალა 2018, 10 იანვარი, 10:27 პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე კვირაა უმძიმეს მდგომარეობაში თბილსში მკურნალობდა. როგორც ექიმები ამბობენ დღეს გამთენიისას ვითარება ძალიან გართულდა და გულის ოთხჯერ გაჩერება დაფიქსირდა. მედიკოსებმა ვითარების დასტაბილურება ვეღარ შეძლეს. მაჩალიკაშვილის ოჯახი მიიჩნევს რომ მათი შვილი უდანაშაულოა და სპეცრაზმმა მას უსაფუძვლოდ, მძინარეს ესროლა. 326 2-ს მოსწონს 1-ს არა
|