x
გარე ორსულობა,რომელიც კისტომა აღმოჩნდა

ლელა2004 ან 2005 წელი იქნებოდა, როცა მუცელში საშინელი ტკივილი ვიგრძრენი.კრუნჩხვამდე მიმიყვანა ტკივილმა.სასწრაფომ მიმიყვანა ერთერთ კლინიკაში.არ ვიცი კონკრეტული მისამართის დაწერა თუ შეიძლება.ამიტომ თავს შევიკავებ.მანამ ეხოსკოპიამდე ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს და შემდეგ ეხოსკოპია.გარე ორსულობა დამიდგინდა რატომღც.მიმღებშივე გამომკითხეს პატრონი თუ მყავდა.ვუთხარი დედა მყავს მოსკოვში, მაპატიოს ვისაც არ ეკუთვნის, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა მედპერსონალის მხრიდან უვიცობა, უცოდინარობა თუ ეგრედწოდებული ფულის ახევა და ფულის გამო ადამიანის გაემეტება სასიკვდილოდ.ამიტომ ჩავაყენე პროფესორი ბატონი ზაზა, თუ სწორად მახსოვს სახელი.გარე ორსულობა და სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, როგორც მითხრეს.ამასობაში პალატაში გადამიყვანეს და საიპერაციოს ამზადებენ ჩემთვის.მითხრეს ოპერაციის ღირებულება, რომელიც არც თუ ისე იაფი ღირდა.ამასობასი ტკივილმა იკლო და გავაცნობიერე, რომ გარე ორსულობა გამორიცხულია.არ მყავს ქმარი, არც მეგობარი.ავტეხე განგაში.დავიბარე პალატაში პროფესორი და ვითხე ზოგადად ორსულობა კაცის გარეშე თუ იყო შესაძლებელი.გაოგნდა, წითელმა ფერმა გადაურბინა სახეზე.ავიხსენი რომ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში კაცი.სჰემოიტანეს პალატაში ეხოსკოპიის აპარატი და ნეორედ გადამიღეს ეხოსკოპია.და რა აღმოჩნდა? თურმე კისტა მქონია და ეს კისტა იმხელაა და ისეა მოდებული საშვილოსნიოს ყელში ნაყოფს გავდა.სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.მთავარი ამ ამბავში კი ის არის, რომ გარე ორსულობა ღირს 3000 ლარამდე და კისტის ოპერაცია 800 დან 1000 ლარამდე.აქ უცოდინარობა არაფერ შუაშია.ჩვეულებრივი თაღლითები გვყავს სამედიცინო დაწესებულებებში.არ მგონია ბატონი ზაზა ერთადერთი იყოს საქართველოში.იქნებიან, წაიკითავენ ექიმები, რომლებმაც იციან კარგად რომ კისტა და გარე ოორსულობა საერთოდ სხვადასხვა რამეა.

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:ლელა ღირსიასვილი
ლელა ღირსიასვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0